ინტერნეტით ნარკოტიკის გასაღებაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვეს

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობაში ბრალდებულ ხუთივე პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაკავებულია 98 ნარკორეალიზატორი: შსს შვიდი თვის მონაცემებს აქვეყნებს >>

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სხვადასხვა დროს, სოციალურ ქსელის, VIPOLE-ს მეშვეობით დაუკავშირდნენ ერთ-ერთ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელმაც თითოეულ მათგანს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა თბილისში, მის მიერ მითითებული სამალავი ადგილებიდან აეღოთ ნარკოტიკული საშუალებები, დაეფასოებინათ და მოეთავსებინათ სხვადასხვა ადგილებზე განთავსებულ სამალავებში. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულებს უნდა გადაეღოთ ფოტო მათ მიერ მოწყობილი სამალავებისთვის და ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით, ეს ფოტოები VIPOLE–ს მეშვეობით უკან გადაეგზავნათ აღნიშნული მომხმარებლისთვის, რომელიც თავის მხრივ, ამ ფოტოებს ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებს გადაუგზავნიდა. ხუთივე ბრალდებულმა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ოდენობით შეიძინეს და შემდგომი გასაღებისთვის სამალავში განათავსეს ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ს (α- PVP) შემცველი კრისტალური ნივთიერება, გადაუღეს ფოტოები და გადაუგზავნეს სოციალურ ქსელის VIPOLE-ს ზემოთხსენებულ მომხმარებელს, აცხადებენ პროკურატურაში.
ჰეროინი - Sputnik საქართველო
ოჯახური „ბიზნესი“: ცოლ-ქმარი ნარკორეალიზაციის ფაქტზე დააკავეს

დაკავებულთაგან ოთხ პირს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა), ხოლო ერთ პირს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა). 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შს სამინისტრო აგრძელებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 სექტემბერს ჩაინიშნა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელია დაცვის მხარისთვის და ისინი აპირებენ, მოსამართლის დღევანდელი გადაწვეტილება გაასაჩივრონ. ადვოკატები ბრალდებას გასაღების ნაწილში არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. თავის მხრივ პროკურორი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ადვოკატები სრულყოფილად არ გაეცნენ საქმის მასალებს, რომელიც პროკურატურამ ბრალდებულების წინააღმდეგ მოაგროვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.


ყველა ახალი ამბავი
0