ოჯახური „ბიზნესი“: ცოლ-ქმარი ნარკორეალიზაციის ფაქტზე დააკავეს

© Fotolia / Africa Studioჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ცოლ-ქმარი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დამნაშავეები 50 და 54 წლის არიან.

არსებული ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით მიმდინარეობს („დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა არაერთგზის“), რაც 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0