„შვიდკაცა“ ამერიკულ აკაპელა-ჯგუფთან ერთად იმღერებს

© photo: Sputnik / StringerBlack Sea Arena
Black Sea Arena - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მრავალხმიანობის მოყვარულებს ჯგუფ „შვიდკაცას“ და Take 6-ის ვოკალისტების ერთობლივი კომპოზიციები ელოდება

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ქართული ანსამბლი „შვიდკაცა“ ცნობილ ამერიკულ აკაპელა-სექსტეტ Take 6-თან ერთად შეკვეთილში Black Sea Arena-ზე 11 აგვისტოს წარდგება, იუწყებიან ორგანიზატორები.

მსოფლიო ჰიტებზე ქართული ქავერების ტოპ-ათეული >>

კონცერტი „შვიდკაცას“ სცენაზე მოღვაწეობის 20 წლისთავს და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. საღამო სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, რომელიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება.

რობერტ პლანტი - Sputnik საქართველო
რამდენი ჭიქა ჭაჭა დალია Led Zeppelin-ის სოლისტმა ბათუმში

სცენაზე გაჟღერდება „შვიდკაცას“ რეპერტუარიდან პოპულარული სიმღერები საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.

კონცერტის დასაწყისი 21:00 საათზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია დარბაზის სალაროებში და ონლაინ.

ანსამბლი „შვიდკაცა“ დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ვოკალური კოლექტივია. მანამდე ანსამბლის წევრები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეროვნულ გუნდში „ფესვები“ მღეროდნენ. ანსამბლმა კონცერტებით მოიარა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია, ესპანეთი, ბელგია, სლოვაკეთი, ისრაელი, უკრაინა, თურქეთი, ყაზახეთი, რუსეთი და სხვა ქვეყნები.

ელენ ორიენტალი (ელენე ჩიხლაძე) - Sputnik საქართველო
ქართველი მუცლის ცეკვების შემსრულებელი ტუნისში როკ-კონცერტზე მიიწვიეს

„შვიდკაცასთან“ ერთად მღეროდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორიცაა ნანი ბრეგვაძე, თამრიკო გვერდწითელი, ქეთი მელუა, ნინო ქათამაძე, ვახტანგ კიკაბიძე, პაატა ბურჭულაძე და სხვა არტისტები.

ანსამბლის რეპერტუარშია ხალხური სიმღერები, კანონიკური საგალობლები, ქალაქური ფოლკლორის ჟანრის კომპოზიციები.

ბრწყინვალე 20-წლიანი კარიერის შედეგად ანსამბლ „შვიდკაცამ“ სამების საკათედრო ტაძრის ბაზაზე ქალაქური სიმღერების და საგალობლების შემსწავლელი სტუდია შექმნა, რომელშიც 200 ვოკალისტია გაერთიანებული. 2004 წლიდან დღემდე ანსამბლის წევრები გალობენ სამებაში და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ყველა წირვაში მონაწილეობენ.

Take 6 ცნობილია იმით, რომ მის კომპოზიციებში გაერთიანებულია ტრადიციული სასულიერო გალობა, კლასიკური და თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზი და პოპ-მუსიკის ელემენტები. ჯგუფი 1980 წელს ოქვუდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააარსეს (ჰანტსვილი, ალაბამა). კარიერის განმავლობაში მუსიკოსებმა მოიპოვეს „გრემის“ რვა პრემია (22 ნომინაციიდან), GMA Dove Award-ის ათი ჯილდო და სხვა მუსიკალური კონკურსის ლაურეატები გახდნენ. კოლექტივის დევიზია Hey, let"s move some mountains! (ქართ. მოდით, მთები გადავდგათ!)

 

ყველა ახალი ამბავი
0