რამდენი ჭიქა ჭაჭა დალია Led Zeppelin-ის სოლისტმა ბათუმში

CC BY 2.0 / Takahiro Kyono / Robert Plantრობერტ პლანტი
რობერტ პლანტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
როკ-ჯგუფ Led Zeppelin-ის სოლისტი კონცერტის წინ აჭარის ერთ-ერთ რესტორანში იხილეს

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ლეგენდარულ ბრიტანელ როკ-მუსიკოს რობერტ პლანტს, რომელმაც ბათუმი უკვე დაათვალიერა, ქართული ჭაჭით და მეგრული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ.

საკულტო როკ-ჯგუფ Led Zeppelin-ის სოლისტი შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black See Arena-ზე 19 ივლისს წარდგება. კონცერტი ყოველწლიური საერთაშორისო Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში გაიმართება, რომლის სტუმრები სხვადასხვა წლებში იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არიან Jamiroquai, Prodigy, Snoop Dog და სხვა. 

ქართველები რობერტ პლანტს მახინჯაურში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში გაუმასპინძლდნენ.

ფოტო, რომელშიც პლანტი ჭაჭით შევსებული ჭიქით დგას და ორგანიზატორებს ესაუბრება, Black Sea Jazz Festival-ის Facebook-გვერდზე დევს.

Led Zeppelin ბრიტანული როკ-ჯგუფია, რომელიც 1968 წელს ლონდონში დაარსდა. ის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ნოვატორულ და გავლენიან ჯგუფად არის აღიარებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0