ქართველი მუცლის ცეკვების შემსრულებელი ტუნისში როკ-კონცერტზე მიიწვიეს

© FB / Elen Orientalელენ ორიენტალი (ელენე ჩიხლაძე)
ელენ ორიენტალი (ელენე ჩიხლაძე) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოცეკვავე Myrath-ის კონცერტზე ჯგუფის სპეციალური მიწვევით გამოვა

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილმა ტუნისურმა როკ-ჯგუფმა Myrath თავის კონცერტზე პოპულარული ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და არაბული ცეკვების მასწავლებელი ელენე ჩიხლაძე მიიწვია. ჩიხლაძე უფრო ცნობილია ფსევდონიმით ელენ ორიენტალი.

კონცერტი 19 ივლისს კართაგენის საერთაშორისო ფესტივალის (Carthage Internationnal Festival) ფარგლებში გაიმართება, რომელიც ტუნისში 13 ივლის დაიწყო და 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ქართველი მოცეკვავე ცნობილი ჯგუფის შვიდ კომპოზიციაზე იცეკვებს.

„საქართველო, შეგიძლია ჩემით იამაყო. მეგობრები, თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. შოუს გადაიღებენ ჯგუფ Myrath-ის სადებიუტო DVD/BLUE-RAY-სთვის. მოუთმენლად ველოდები ფესტივალს", — დაწერა ჩიხლაძემ თავის Facebook-გვერდზე.

სუხიშვილები - Sputnik საქართველო
„განა ეს საოცრება არ არის?!“ – Euronews–ი სუხიშვილების შემოქმედებით აღფრთოვანებულია

ელენ ორიენტალი არაბული ცეკვების სკოლის დამფუძნებელია. სკოლა, რომელიც არაბული ხალხური ცეკვის ხელოვნების გავრცელებასა და განვითარებას ემსახურება, თბილისში თითქმის ოცი წელია, ფუნქციონირებს.

ელენ ორიენტალმა მიწვეული პედაგოგისა და შემსრულებლის სახით მსოფლიოს მრავალ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მისი მოსწავლეები სხვადასხვა ფესტივალის პრიზიორები არიან.

მუსიკალური ანსამბლი Myrath (არაბულად „მემკვიდრეობა") 2001 წელს ტუნისში დაარსდა.

Carthage Internationnal Festival – ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც უძველეს ქალაქ კართაგენში 1964 წლიდან ტარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0