ივანიშვილმა კვირიკაშვილის გადადგომის ნამდვილი მიზეზები დაასახელა

© photo: press-service of Goverment of Georgiaგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი პრემიერი თავისი ქმედებებით სახელმწიფოსა და ბიზნესის ინტერესებს არღვევდა, განაცხადა ივანიშვილმა

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილს აღარ შეეძლო მართვა, ამიტომ ის უნდა წასულიყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კვირიკაშვილი პრემიერობიდან 13 ივლისს გადადგა. ერთი კვირის წინ კორუფციული სკანდალი აგორდა, როდესაც გახდა ცნობილი, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი ზურაბ ალავიძე გამოიკითხნენ პროკურატურაში იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვას ეხება.

პრეზიდენტი: ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი >>

„მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან, ალავიძესთან და ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებას, მას არ დარჩა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კვირიკაშვილის გადადგომამდე გაეროს საბავშვო ფონდმა (UNICEF) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 2,1%-დან 5%-მდე გაიზარდა. UNICEF-ის ექსპერტებმა ამის მიზეზად დაასახელეს შენელებული ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა და სამომხმარებლო ფასების ზრდა. ივანიშვილის თქმით, კვირიკაშვილის საქმიანობის შეფასებისას ამ ანგარიშმაც ნეგატიური როლი ითამაშა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
ზურაბ აბაშიძე შესაძლოა პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდეს

„ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა. ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კვირიკაშვილი ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჩაანაცვლა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტი ჩამოაყალიბა. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ბახტაძე მეტად წარმატებული იქნება, ვიდრე კვირიკაშვილი.

„მამუკა ბახტაძე მოწოდებულია, ყველა სამინისტროში ჩაერიოს, სამინისტროს პრობლემები გაიგოს, დაეხმაროს, გაიაროს კონსულტაციები, რაც არ ხდებოდა სამწუხაროდ კვირიკაშვილის ხელისუფლების დროს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე 2011 წელს გამოჩნდა, როდესაც დააარსა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო". 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტია, კოალიციაში შემავალ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ხელისუფლებაში მოვიდა. ამ გზით დასრულდა საქართველოში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა.

პრემიერის აღიარება: „ქართული ოცნება" ინსტიტუტად ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა >>

2013 წელს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ამ წლების განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ივანიშვილი ქვეყანას დღემდე კულისებიდან მართავს.

2018 წლის შემოდგომაზე საქართველოში ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0