დავით ბაქრაძე - პრეზიდენტობის კანდიდატია

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიДавид Бакрадзе
Давид Бакрадзе - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ბაქრაძის კანდიდატურა პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წამოაყენა

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა, იუწყება ტელეკომპანია Imedi

პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი ქუთაისის სპორტის სასახლეში წარადგინა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: ვიდრე ამ კითხვას შეინარჩუნებ, მანამდე ხარ აქტუალური

„დღეს ქვეყანას სჭირდება გამაერთიანებელი პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს, რომ ხვალინდელი დღე არის საიმედო“, — წარდგენის ცერემონიაზე განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

„მადლობა იმედისთვის, რწმენისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ყველა ერთად ვდგავართ საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლაში, ძალიან რთულ ბრძოლაში, მაგრამ არ დავღლილვართ და არ დავიღლებით, რათა ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი ხვალინდელი დღე. მადლობა იმისთვის, რომ დღეს აქ, თქვენს თვალებში ვხედავ იმას, რაც ასე აკლია დღეს საქართველოს და რისი დაბრუნებაც იქნება ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა. თქვენს თვალებში ვხედავ იმედს იმისას, რომ საქართველოს შეუძლია იყოს უკეთესი და რწმენას, რომ საქართველოს შეუძლია ბრძოლა. ეს უნდა დავაბრუნოთ მთელ საქართველოში, ყველამ გაიგოს, რომ ბრძოლას აქვს აზრი. თუ ჩვენ ვიბრძოლებთ, თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, საქართველო წავა წინ და იქნება უკეთესი”, – განაცხადა ბაქრაძემ.

პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
მარგველაშვილის გეგმები არჩევნებთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კენჭისყრამდე 60 დღით ადრე გამოცხადდება. მიუხედავად ამისა, პარტიები აქტიურად ემზადებიან არჩევნებისთვის. არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი,  პარლამენტის ექს–სპიკერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ათი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი — საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

მმართველ პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ წამოუყენებია. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც არჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით არ ახმოვანებს.


ყველა ახალი ამბავი
0