მარგველაშვილის გეგმები არჩევნებთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე ავლაბარში
პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უსუფაშვილი მზად არის მხარი დაუჭიროს მოქმედ პრეზიდენტს, თუ ის მეორე ვადით კენჭისყრაზე დათანხმდება

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომდევნო კვირაში გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას, იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებზე, განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

დავით უსუფაშვილმა ივლისის დასაწყისში მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ძალების გაერთიანება და შეხვედრის გამართვა შესთავაზა. მარგველაშვილი შეხვედრაზე დათანხმდა, თუმცა მისი გეგმების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია.

კვირიკაშვილი, კალაძე, თალაკვაძე, კობახიძე - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი, ჭიჭინაძე... ვინ იქნება შემდეგი

„შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან. შეხვედრა ზომიერად ოპტიმისტური განწყობით დავტოვე, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ისეთი გუნდის შექმნას შევძლებთ, რომელიც საქართველოს სჭირდება. მაგრამ გიორგის გარკვეული დრო სჭირდება. ის აქტიური მსჯელობის ფაზაშია. ის ეთანხმება ჩემი მიმართვის ძირითად აქცენტებს, თუმცა მსჯელობს საკუთარ როლზე და იმ ადგილზე, რომელიც მან უნდა დაიკავოს. შემდეგ კვირაში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, — განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის ექს-სპიკერი თანახმაა, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს, თუმცა თუ პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს იტყვის, უსუფაშვილი მზად არის თავად გახდეს პრეზიდენტობის კანდიდატი.

„საჭიროა საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მომპოვებელი გუნდის შექმნა. ამ საკითხში ჩვენ ვთანხმდებით”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ოპოზიციიდან პრეზიდენტობისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს >>

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კენჭისყრამდე 60 დღით ადრე გამოცხადდება. მიუხედავად ამისა, პარტიები აქტიურად ემზადებიან არჩევნებისთვის. უსუფაშვილის გარდა, არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ პარლამენტის ექს–სპიკერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ათი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი — საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

უხლოეს დროს საკუთარ კანდიდატებს წარადგენს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

 

ყველა ახალი ამბავი
0