მარგველაშვილი: ვიდრე ამ კითხვას შეინარჩუნებ, მანამდე ხარ აქტუალური

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას ღირსეული კანდიდატის მოძებნა მოუწევს, რომელიც მასთან დაპირისპირებას შეძლებს

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯერჯერობით არ გაახმოვანებს, ამის შესახებ მან საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც პროექტის „დამოუკიდებლობიდან — თავისუფლებამდე“ ფარგლებში გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ საპრეზიდენტო კანდიდატს იმიტომ არ ასახელებს, რომ მის გადაწყვეტილებას ელოდება. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს, რომ მან კენჭი იყაროს.

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიციიდან პრეზიდენტობისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს

„დღეს მთავარი კითხვის ნიშანია, მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. ვიდრე ამ კითხვას შეინარჩუნებ, მანამდე ხარ აქტუალური. პასუხის არგაცემით მე დიდ სამსახურს ვუწევ ქართულ პოლიტიკურ ელიტას. რატომ არ ასახელებს „ქართული ოცნება“ კანდიდატს — იმიტომ, რომ არ იციან, როგორი კანდიდატი დაასახელონ. მათ აწყობთ, ჩემგან მოისმინონ, რომ არ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ასეთ შემთხვევაში ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი, რბილი იქნება კანდიდატი, ის არავის არ შეეპასუხება, თუ საერთოდ მოახერხებს რამეს, პარტიის დიდებით იქნება დაკავებული. შეიძლება ისეთი შეარჩიონ, რომ ესეც ვერ მოახერხოს. ასეთ კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ. ღირსეული უნდა დააყენონ, რომ მე დამიპირისპირდეს. მე მელოდებიან და ვეხმარები, რომ ცუდი კანდიდატი კი არ დააყენონ, ღირსეული იპოვონ თავის რიგებში, ისეთი, როგორიც მოიგებს თუ წააგებს, ღირსებით იქნება სავსე”, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი კენჭისყრამდე 60 დღით ადრე გამოცხადდება. მიუხედავად ამისა, პარტიები აქტიურად ემზადებიან არჩევნებისთვის. არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი,  პარლამენტის ექს–სპიკერები ნინო ბურჯანაძე და დავით უსუფაშვილი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ–ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ათი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი — საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0