სახალხო დამცველის აპარატი ახალ შენობაში გადადის

© Sputnik / Alexander ImedashviliВид на Тбилиси. Метехская церковь
Вид на Тбилиси. Метехская церковь - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ დროებითი ალტერნატიული ფართის დასაქირავებლად ომბუდსმენის აპარატს 500 ათასი ლარი გამოუყ

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის 23 ივლისიდან ახალ შენობაში გადადის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე 26 ივნისს გადავიდა და 2 ივლისამდე სამუშაო პროცესი შეაჩერა. ამის მიზეზი შენობის მძიმე ავარიული მდგომარეობა გახდა.

სახალხო დამცველის ოფისის დასაქირავებლად ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა>>>

სახალხო დამცველის აპარატის შენობა 5 ივნისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად საფუძვლიანად დაზიანდა. ავარიულ შენობაში მანამდეც არსებული ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. მაშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საკუთარ Facebook-გვერდზე შესაბამისი ფოტომასალა გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა. თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლება შესაბამის თანხას გამოყოფდა.

ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ დროებითი ალტერნატიული ფართის დასაქირავებლად ომბუდსმენის აპარატს 500 ათასი ლარი გამოუყო.

სახალხო დამცველის ცენტრალური ოფისის ახალი მისამართი იქნება თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150.

„მიუხედავად ორგანიზაციის გადასვლასთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეებისა, სახალხო დამცველის აპარატი შეფერხების გარეშე მიიღებს მოქალაქეთა განცხადებებს და იმუშავებს ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფი,"- ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება კვლავინდებურად შესაძლებელი იქნება ნომერზე — 1481 და ელექტრონულ მისამართზე info@ombudsman.ge.

სახალხო დამცველის ოფისი თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე მდებარეობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0