მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი" – Black Sea Arena-ს სცენაზე

© photo: Bidzina Ivanishvili & media / FBBlack Sea Arena
Black Sea Arena - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუზიკლი, რომელსაც სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში წარმოადგენენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ლეგენდარული ანსამბლი „ივერიის" ცნობილი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი" შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენაზე 28 აგვისტოს იქნება წარმოდგენილი, იუწყებიან ორგანიზატორები.

ეს ქართული მიუზიკლის კავკასიის მასშტაბით ასეთ დიდ სცენაზე წარმოდგენის პირველი შემთხვევა იქნება.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, „ჩხიკვთა ქორწილი" 40 წლის განმავლობაში თითქმის 800-ჯერ იყო წარმატებით წარმოდგენილი. ალექსანდრე ბასილაიასა და ჯემალ ბაღაშვილის სპექტაკლმა უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„რიყის პარკი ქუჩის მუსიკოსებს სექტემბრამდე უმასპინძლებს">>

„მიუზიკლი, რომელზეც თაობები გაიზარდა! ღონისძიება, რომელზეც შეგიძლიათ ოჯახთან ერთად წახვიდეთ და მიიწვიოთ თქვენი უცხოელი მეგობრები, ალექსანდრე ბასილაიას უკვე კლასიკად ქცეული ცნობილი კომპოზიციები, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში მღერიან…", — ნათქვამია მიუზიკლის ანონსში.

საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena - Sputnik საქართველო
Black Sea Jazz Festival-ის ვარსკვლავური შემსრულებლების სია ცნობილია

მიუზიკლში როლებს ასრულებენ: თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ჯემალ ბაღაშვილი, ნუცა ბუზალაძე, ანდრია გველესიანი, ბორის ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე და სხვები.

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მოტივებზე შექმნილი „ჩხიკვთა ქორწილის" მუსიკის ავტორია ალექსანდრე ბასილაია, ლიბრეტოს ავტორები არიან ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი, მხატვრები — ანი ნინუა და ნინო სურგულაძე. დადგმაზე მუშაობდნენ ქორეოგრაფები კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე.

წარმოდგენა დაიწყება 21:00 საათზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.tkt.ge.

სპექტაკლის მიხედვით 1984 წელს რეჟისორებმა ევგენი გინზბურგმა და ლეონიდ კოსტიუკმა გადაიღეს სატელევიზიო ფილმი-ზღაპარი „ჩხიკვთა ქორწილი".

ყველა ახალი ამბავი
0