Black Sea Jazz Festival-ის ვარსკვლავური შემსრულებლების სია ცნობილია

© photo: Sputnik / Denis Aslanovსაკონცერტო დარბაზი Black Sea Arena
საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში „ვარსკვლავთცვენა“ გრძელდება, ორგანიზატორებმა მუსიკალური ფესტივალ Black Sea Jazz Festival-ის მონაწილეები დაასახელეს

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. გამოქვეყნდა სრული სია ვარსკვლავური სტუმრების Black Sea Jazz Festival-ის, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე 19-დან 22 ივლისამდე გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები

რიგით მე-12 ფესტივალის ყველაზე სახელოვანი სტუმრები არიან ლეგენდარული ჯგუფ Led Zeppelin-ის სოლისტი რობერტ პლანტი, სოულ-მომღერალი ერიკა ბადუ და რეპერი ვაიკლეფ ჯინი.

ფესტივალის პირველ დღეს Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში წარდგება რობერტ პლანტი ბენდ Sensational Space Shifters-თან ერთად.

განმუხური - Sputnik საქართველო
ანაკლია GEM Fest-ის გარეშე: კონცერტების ჩატარებას Black Sea Arena-ს გუნდი ითავებს

ენიო მორიკონე 19 მაისს საქართველოში პირველ კონცერტს გამართავს >>

მეორე დღეს, 20 ივლისს, ბათუმის საჩოგბურთო კლუბის კორტებზე მსმენელის წინაშე წარდგება DJ LO Loretta Brown aka Erykah Badu და Trombone Shorty & Orleans Avenue. 21 ივლისს იმავე სცენაზე გაიმართება ცნობილი პროდიუსერის, მუსიკოსისა და რეპერის, Wyclef Jean-ის კონცერტი.

ფესტივალის ბოლო დღეს, 22 ივლისს და ისევ საჩოგბურთო კლუბში წარდგებიან R+R Now – Robert Glasper, Terrace Martin, Christian Scott, Derrick Hodge, Taylor McFerrin, Justin Tyson House Band.

ჯაზ-ფესტივალის მსვლელობისას მსმენელთა განწყობაზე პასუხისმგებელი იქნება იტალიელი მუსიკოსის, ანდრეა ბენინის ჰაუს-ბენდი Mop Mop.

Black Sea Jazz Festival-ის ორგანიზატორებია „თიბისი ბანკი“ და კომპანია Eastern Promotions. ფესტივალი Check in Georgia-ა ფარგლებში ტარდება. 

სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ბიუჯეტი 2018 წელს 20 მილიონ ლარს შეადგენს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0