ენიო მორიკონე 19 მაისს საქართველოში პირველ კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Denis Aslanovსაკონცერტო დარბაზი Black Sea Arena
საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენიო მორიკონეს კონცერტი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში გაიმართება, რომელიც კომპოზიტორის შემოქმედების 60 წლისთავს ეძღვნება

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში მუსიკალურ სეზონს 19 მაისს ლეგენდარული კომპოზიტორი ენიო მორიკონე გახსნის, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

იტალიელი კომპოზიტორი პირადად უხელმძღვანელებს რომის სიმფონიურ ორკესტრს (ეროვნული აკადემიის ორკესტრი სანტა-ჩეჩილია). კონცერტზე ასევე წარდგება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თბილისის თეატრის ორკესტრი.

ენიო მორიკონეს კონცერტი საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში გაიმართება, რომელიც კომპოზიტორის შემოქმედების 60 წლისთავს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ ეს კომპოზიტორის პირველი ვიზიტია საქართველოში.

ბილეთები 20 აპრილიდან გაიყიდება და ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე.

ლეგენდარული Led Zeppelin-ის სოლისტი საქართველოში კონცერტს გამართავს >>

კონცერტი სამთავრობო პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება და მუსიკალური სეზონის გახსნას ემთხვევა.

ენიო მორიკონეს ეკუთვნის შეუდარებელი მელოდია ფილმებისთვის „კარგი, ცუდი, ბოროტი“ (1966), „ერთი მუჭა დოლარებისთვის“ (1964), „ერთხელ ამერიკაში“ (1984) და სხვა.  

2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის „ოსკარის“ პრემია მიენიჭა,  ხოლო ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო მუსიკისთვის,  რომელიც შექმნა კვენტინ ტარანტინოს ფილმისთვის „საძულველი რვა“.

აღსანიშნავია, რომ მორიკონემ თავისი მეორე „ოსკარი“ მიიღო მუსიკისთვის, რომელიც დაწერა ტარანტინოს ფილმისთვის „უსახელო ნაბიჭვრები“. 


ყველა ახალი ამბავი
0