რიყის პარკი ქუჩის მუსიკოსებს სექტემბრამდე უმასპინძლებს

© FB / Naliჯგუფ "Young Georgian Lolitaz"–ის ფრონტმენი
ჯგუფ Young Georgian Lolitaz–ის ფრონტმენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი ქუჩის მუსიკოსებს თანადგომასა და მხარდაჭერას ჰპირდება

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik.  რიყის პარკში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართა, რომელსაც  თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო, ნათქვამია დედაქალაქის მერიის  პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კონცერტი აღმაშენებლის გამზირზე - Sputnik საქართველო
დედაქალაქში გაიმართება კონცერტები „თბილისის ცის ქვეშ“

მიმდინარე წლის ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუჩის მუსიკოსები, შესაძლოა, გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებარონ. თუმცა,  მოგვიანებით ეს ინფორმაცია  კახა კალაძემ უარყო და აღნიშნა, რომ  ქუჩის მუსიკოსებისთვის არანაირი სანქციები არ წესდება და მერია მათ მხარდაჭერას გეგმავდა. 

კალაძემ ქუჩის მუსიკოსებს მწვანე აუნთო>>>

როგორც კალაძემ აღნიშნა, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს  ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენას.

„დღეს რიყის პარკში სპეციალურად ქუჩის მუსიკოსებისთვის არის მოწყობილი სცენა. ასე „უშლის ხელს” დედაქალაქის მერია ქუჩის მუსიკოსებს, ზოგადად ხელოვნებას, მათ ნიჭს და წარმატებას. მე მივესალმები ამ პროექტს. არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერა, თანადგომა ქუჩის მუსიკოსების მიმართ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, ქუჩის მუსიკოსებს რიყეზე მოწყობილ სცენაზე კონცერტების გამართვის შესაძლებლობა სექტემბრამდე ექნებათ.

რიყის პარკში გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ჯგუფები Young Georgian Lolitaz, „მოკუ მოკუ”, თორნიკე ყიფიანი, ასევე იოანე არაბული ბენდ ულტრატონთან ერთად.

მერიის ცნობით, ღონისძიება ლიკანის პროექტის — “ქუჩის მუსიკის ტალღის” ფარგლებში, ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტისა და ქუჩის მუსიკის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0