მოქალაქე ბოს ბლოგი: არასოდეს თქვა უარი შენ ოცნებებზე

© Pixabay / jill111ბედნიერების შეგრძნება
ბედნიერების შეგრძნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოქალაქე ბო“ ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცია თავისი ფიქრებით, ოცნებებითა და გატაცებებით. ძალიან უყვარს სამშობლო და თავისი თვალთახედვა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

ალბათ არსებობენ მოტირალი ჯამბაზებიც, ხალხის წინ მდგარნი მუდამ რომ იცინიან, ლაზღანდარობენ და აუდიტორიის ღიმილიან სახეებს აკვირდებიან…

ალბათ არსებობენ პესიმისტი მეოცნებეები, ცხოვრებას ეჭვის თვალით რომ უყურებენ, მაგრამ გაგორებული კამათლის მხარეებს მაინც მოლოდინით სავსე თვალებით შეჰყურებენ…

შეიძლება სადღაც მართალი მატყუარებიც არსებობენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სიმართლის თქმას ყოველთვის კარგი არ მოაქვს…

სადღაც თავისუფალი პატიმრებიც არსებობენ, საკუთარ გონების გარშემო კედელს ავლებენ და იმ წარმოსახვაში ცხოვრობენ…

კაზინო - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: კაზინოში წაგებული ცხოვრება და „ქარწაღებული“ ახალგაზრდობა

ალბათ სადღაც მეზღვაურობის სურვილით აღსავსე მფრინავიც არსებობს, რომელსაც სურდა მთელი ცხოვრება ზღვებსა და ოკეანეებზე გაეტარებინა, მაგრამ მთელი ცხოვრება ღრუბლებში ფრენა მოუწევს…

სადღაც მოცეკვავე მოლარე ზის და ფულს ითვლის სალაროსთან – ერთ დროს მისი ოცნება იყო მდგარიყო დიდ სცენაზე და სხვებთან ერთად ცეკვით გადმოეცა თავისი ემოცია…

ჩვენ შორის ფეხბურთის ვარსკვლავებიც არიან, რომლებმაც სპორტული კარიერა გვერდზე გადადეს და სხვადასხვა სამუშაოს მიჰყვეს ხელი…

სადღაც ურწმუნო მღვდელიც არსებობს, ყველას რომ მოძღვრავს და კეთილი საქმეებისკენ მოუწოდებს, მაშინ, როდესაც სიკეთისგან თავად შორს არის…

უმისამართო მგზავრებიც არსებობენ, მთელი ცხოვრება ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან და წარმოდგენა არ აქვთ სად მიდიან ან რატომ არ რჩებიან არსად…

სადღაც სმენადაკარგული მუსიკოსებიც არსებობენ, ბედს არ ნებდებიან და დაუსრულებლად ღიღინებენ გონებაში ჩარჩენილ სიმღერებს…

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: რატომ ტოვებენ ქართველი ახალგაზრდები სამშობლოს

სადღაც „ადამიანური“ ღმერთიც არის, ის, ვისაც მივაწერთ ხოლმე ჩვენი გადარჩენის იმედებს, ის, ვისაც შევთხოვთ გვაპატიოს ისეთი რაღაცები, რასაც სხვა ვერ გვაპატიებს…

სადღაც ბოროტების მიღმა დამალული სიკეთეც არსებობს, მთავარია გწამდეს, რომ შენ ძლიერი ხარ და ამ ბრძოლაში გაიმარჯვებ…

და, მაინც, ჩვენ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყოველთვის მოულოდნელი სიურპრიზები გვაოცებს — ზოგჯერ გულს გვტკენს, ზოგჯერ კი უსაზღვრო ბედნიერებას გვჩუქნის.

მთავარი კი ერთი რამ არის – არასოდეს თქვა უარი შენ ოცნებებზე! შეიძლება სხვა ბილიკზე იდგე, სრულიად საწინააღმდეგო დინებას მიჰყვებოდე, მაგრამ არასოდეს დაკარგო იმედი — იყო ძლიერი, მომთმენი, დაკვირვებული და აუცილებლად დაინახავ, რომ სიცოცხლე, ეს უბრალოდ დიდი საჩუქარია, რომელსაც ჩვენთვის  დიდი თავგადასავლის და ამავდროულად სიმშვიდის მოტანა შეუძლია…


რედაქცია შეასძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0