მოქალაქე ბოს ბლოგი: კაზინოში წაგებული ცხოვრება და „ქარწაღებული“ ახალგაზრდობა

გამოწერა
„მოქალაქე ბო“ ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცია თავისი ფიქრებით, ოცნებებითა და გატაცებებით. ძალიან უყვარს სამშობლო და თავისი თვალთახედვა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე:

არსებობს ორი ტიპის ნარკოტიკული საშუალება: ხორციელი და სულიერი ლპობის სახეცვალებადობები. ხორციელი ლპობის საშუალებებზე საუბრით დროს არ წაგართმევთ, თუმცაღა მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ ნარკოტიკზე, რომელიც ადამიანის არა თუ ხორცს, არამედ შინაგნ სულიერ სამყაროს ალპობს და ლიკვიდაციისკენ უბიძგებს.
აზარტი! მიდრეკილება, რომელიც ერთხელ თუ შეუჩნდა ადამიანს მისი მოცილება იმდენად რთულია, რომ შესაძლოა სიკვდილის ტოლფასიც კი იყოს. სწორე ამიტომ არის ჩემი ქვეყნის ახალგაზრდობის უმეტესობა უიმედობისა და თვითგანადგურების საზღვართან მისული.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: რატომ ტოვებენ ქართველი ახალგაზრდები სამშობლოს

თუკი ერთი ნაწილი ერთი ღირებულების თავისუფლებას ქადაგებს, მეორე აზარტისგან განთავისუფლებას ცდილობს, მაგრამ ეს ყოველივე განა ადვილია?

გაიგებდით ალბათ საქართველოს მოსახლეობა გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს თურმე აზარტულ თამაშებში ვიდრე საკვებ პროდუქტებზე… საოცარი სტატისტიკაა — კაზინოს მზარდი ბიუჯეტი და ჯიბეგაღლეტილი ახალგაზრდობა…
— გაუბედურებულია, დღე და ღამე კაზიონში „გდია“…
— თავი მოიკლა, არ ვიცი მგონია კაზიონში ბლომად წააგო…
— აუ ძმურად 3 დღით 50 ლარს ვერ მასესხებ?..
— კიდევ დაალომბარდე?..
— ერთმა „გამისხა“…

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: ვის კეთილდღეობას ხმარდება ჯვრით გარდასახული ფული?

ნაცნობი წინადადებებია ხო? დღე გავა ისე, რომ ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთი მაინც არ გაიგოთ? ვფიქრობ, რომ არ გავა!

სამწუხაროა! იღუპება ახალგაზრდობა და ვიღუპებით ჩვენც! გამუდმებული „ჩალიჩი“ მოსაწევზე, „გასაჩხერზე“. უმარტივესი გზა კი სახლიდან გატანილი ნივთების დალომბარდება და შემდეგ უეჭველი ორი კუში ან მარწყვების კომბინაციური დატრიალებაა…

თუკი „გავარდა“ და თანხა გაორმაგდა, ეს დაზომბებული ახალგაზრდობა იჩითება „ბარიგასთან“ და იღებს იმას, რაც საოჯახო ნივთის გაორმაგებული ფასი დაუჯდა ან უმეტეს შემთხვევაში ზემოთ ხსენებული ფულის რაოდენობა იმ ქუჩაზე და იმავე ფილიალში რჩება, სადაც ან ტოტალიზატორი ან ადამიანის სახეს დამსგავსებული მარწყვები „იჩითებია“.

შვილები და მშობლები - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: მშობლებო, იცნობთ საკუთარ შვილებს?

რაზე მეცინება… თვითონ მარწყვების სახეზე, როცა ბოლო დატრიალებაზე ერთი ორი ამოხტება და ღიმილიანი სახით გიქნევს ხელს. უმეტეს შემთხვევაში ეს ხელის დაქნევა „ბაიბაის“ ნიშნავს, ან ისევ თუკი საქმე გავარდნასთან გვაქვს, მფლობელის სიმწრის სიცილია.

კაზინო ანადგურებს ახალგაზრდობას. კაზინო ანადგურებს ქვეყანას და აზარტში ალპობს ჯერ კიდევ შეუმდგარ პიროვნებებს.

ქვეყანა უკან მიდის. უკან მიდის მომავალი თაობის უმეტესი ნაწილის უმაქნისობის ხარჯზე. უკან მიდის მომავალი თაობის გალიაკისა და სათამაშო ფულის უქონლობის წუწუნის ხარჯზე. უკან მივდივართ ჩვენ.

წესით უნდა დასრულდეს! და როდის?

 

მოქალაქე ბო

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0