მოქალაქე ბოს ბლოგი: ვის კეთილდღეობას ხმარდება ჯვრით გარდასახული ფული?

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქე ბო ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცია თავისი ფიქრებით, ოცნებებითა და გატაცებებით. ძალიან უყვარს სამშობლო და თავისი თვალთახედვა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე:

სანამ ამ მოსაზრების წაკითხვას დაიწყებთ, მინდა ყურადღება გაამახვილოთ ერთ რამეზე: ჩემ მიერ დასახელებული ფაქტები, რომლებიც მნიშვნელოვანი და ამავდროულად დამაფიქრებელია ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, არის ის რასაც ვხედავ და მესმის ეკლესიის ირგვლივ და ამავდროულად ვთვლი რომ საკმარისია, რათა ზრდასრულმა ადამიანმა გამოიტანოს დასკვნები იმ ვითარებიდან, რომელსაც დღევანდელი მაღალი სამღვდელოების წევრები ქმნიან.

1104 წელი, რუის-ურბნისის კრება, დღე, როდესაც საერო ხელისუფლებამ პირველად აიმაღლა ხმა სასულიერო ხელისუფლებაზე და გამოავლინა მისი მანკიერი მხარეები. სამწუხაროდ, ეს აღმოფხვრა დროებითი აღმოჩნდა და საუკუნეების განმავლობაში ეკლესიაში ისევ დაისადგურა ხორციელი ნეტარების უდიდესმა ამბოხმა…

ჩემი აზრით, რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო უკანა პლანზე იწევს სულიერი სიმშვიდე და ნეტარება, ის, რაც იესო ქრისტემ იქადაგა და რაც ქრისტიანობის ნიშაა. დღევანდელი რეალობა სამღვდელოების ზოგად ფონს სრულიად სხვა სახით წარმომიჩენს და ზოგიერთ მღვდელმთავარს ძალაუფლებასა და ფულს გამოკიდებულ წვერიან ადამიანებად მისახავს.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
წმინდა სინოდის სხდომის შედეგები: რაზე ისაუბრეს მღვდელმსახურებმა

დავიწყოთ ფაქტების განხილვა:
2002 წელი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქო დაფინანსდა 800 000 ლარით;
2009 წელი –  26 390 000 ლარით;
2013 წელი – 25 000 000 ლარით…

ამ ყველაფერს ემატება მორწმუნეთა მიერ ეკლესიაში ყოველ შესვლაზე გადახდილი სანთლის საფასური და სხვა შემოწირულობები…

ჩემთვის, როგორც რიგითი ახალგაზრდისთვის, ეს ყოველივე, უხეშად რომ ვთქვათ, ვიღაცეებისათვის ინდულგენციაში გადახდილი ფულია. სახელმწიფოს ბიუჯეტს მე და შენ ვადგენთ. გამოდის, რომ ყოველ წელს ჩემი და შენი გადახდილი თანხა მიდის ეკლესიის ბიუჯეტში, რათა სინოდის წევრებმა იყიდონ ძვირადღირებული მანქანები, აიშენონ ძვირადღირებული სახლები, თბილისის ცენტრში იქონიონ მილიონიანი ბინები. რატომ? ნუთუ ის თანხა რომელიც მე უნდა გავიღო საპატრიარქოს დასაფინანსებლად უფრო არ გაულამაზებს ცხოვრებას იმ ხალხს, რომელთაც ყოველდღიურად ლუკმა-პური ენატრება და თავს ნაგავსაყრელიდან ირჩენენ? უფალი უფრო მეტ მადლს არ მოიღებს ასე?

მგონია, რომ მღვთელმთვარების ფუფუნებისათვის ყოველწლიურად დახარჯული ეს მილიონები უსახლკაროებისათვი არა ერთ საცხოვრებელ სახლს ააშენებდა, არა ერთ ობოლს დააყენებდა ცხოვრების გზაზე და რაც მთავარია საკუთარ ნამუსთან ვიქნებოდით მართლები…

კიდევ ერთ დაცინვად მეჩვენა რამდენიმე დღის წინ სინოდის მიღებული გადაწყვეტილება, რომ პატრიარქის მოსაყდრეს ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება მიეცა…

ეს ინფორმაცია გავიგე და ქუჩიდან გაჭირვებული კაცის ხმა შემომესმა  — დამეხმარეთ, მშია… 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
ილია მეორე: ეს იყო უმძიმესი 40 წელი

ჩემთვის ქრისტიანობა არ არის ძვირადღირებული ნივთები, ხორციელი ნეტარება და ძალაუფლების დაუცხრომელი სურვილი. ეს ყოველივე ანაფორაში გამოწყობილი ეშმაკების საქმეა. ჩემთვის ქრისტიანობა ბევრად უფრო წმინდა რამაა. ის, რასაც უფლის 10 მცნება მასწავლის.

ბუნებრივია, გაგიჩნდება წუხილი და დაცინვითაც კი იტყვი, რომ თუ მწამს ქრისტიანობა, მაშინ ნუღარ განვიკითხავ სხვას…

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მეორეხარისხოვანია, რას იზამს მოძღვარი, მღვდელი ან მეუფე, რადგან მათი ქმედება არც რწმენას და არც სულიერ სიმშვიდეს არ მირღვევს, მაგრამ უკმაყოფილების გრძნობა მიჩნდება, რომ ისინი ჩემსა და შენს ფულს საკუთარ კეთილდღეობას ახმარენ ქრისტეს სახელით და ამით უბრალოდ გვაბითურებენ!

აქვე დავამატებ და ჩემს პატივისცემას გამოვხატავ იმ მღვდელმსახურების მიმართ, რომლებიც ზრუნავენ და სიკეთეს იჩენენ მრევლის მიმართ, რომლებიც რეალურად არიან ღვთის ელჩები დედამიწაზე…

უბრალოდ მადლობა თქვენ!
მოქალაქე ბო

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0