ვადა ერთი კვირა – ზაზა სარალიძემ აქცია შეწყვიტა

© Sputnik / Stringerზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით სარალიძის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რადიკალურ ზომებს ელოდება.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში ერთ-ერთი მოკლულის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნათია მეზვრიშვილთან შეხვედრის შემდეგ საპროტესტო აქცია ერთი კვირით შეწყვიტა.

სარალიძემ მჯდომარე აქცია ორთაჭალაში შსს–ს შენობასთან დაიწყო. ის მკვლელობის მოწმის მიხეილ კალანდიას დაკავებას მოითხოვს მკვლელობაში ნაწილეობის ბრალდებით. ზაზა სარალიძის გარდა, იმის თაობაზე, რომ კალანდია, შესაძლოა, დავით სარალიძის მკვლელობის მონაწილე იყოს, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემაც განაცხადა. ასეთი დასკვნის საფუძველი საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს კალანდია სარალიძისა და გ.ჯ.–ს გაშველების დროს სარალიძეს ხელს ურტყამდა. ამ დროს გ.ჯ.–მ სარალიძეს დანა დაარტყა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ მჯდომარე აქცია დაიწყო>>>

„ჩვენ შევთანხმდით, რომ კვირის განმავლობაში რადიკალური ზომები იქნება მიღებული. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რათა გამოძიებას ხელი არ შევუშალო", — განაცხადა სარალიძემ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე გასული წლის 1 დეკემბერს მასობრივ ჩხუბს შეეწირა. სასამართლომ განაჩენი 31 მაისს გამოიტანა. საქმესთან დაკავშირებით ჩხუბის ორი მონაწილე დააკავეს, ერთ-ერთი სასამართლომ დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, მეორე — სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, ნახევარი წლის შემდეგ ისევ უცნობი რჩება, ვინ მოკლა სარალიძე.

პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
სკოლის მანდატურებს უფლებამოსილება გაეზარდათ - კანონში ცვლილებები ამოქმედდა

დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ამტკიცებს, რომ გამოძიება თავიდანვე აფარებდა ხელს ინციდენტის სხვა მონაწილეებს, პირველ რიგში – პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის შვილს. განაჩენის გამოტანის დღეს, 2018 წლის 31 მაისს სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მომიტინგეებმა მიაღწიეს იმას, რომ გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. ამის შემდეგ მათ მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. მას შემდეგ, რაც პროტესტმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო, აქციის მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა და მიტინგები 13 ივნისს შეწყდა.

განმეორებითი გამოძიების ფარგლებში საქართველოს შსს–მ, თავის მხრივ, დანაშაულის დაფარვაში ხელშემწყობი პირების ძებნა დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია მირზა სუბელიანი და სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის ნათესავი მერაბ მორჩაძე. მორჩაძეს მოწმეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ, სუბელიანს კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0