სკოლის მანდატურებს უფლებამოსილება გაეზარდათ - კანონში ცვლილებები ამოქმედდა

© Sputnik / STRINGERპირველი გიმნაზია
პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟდება ვიდეოკამერები, ასევე, შეიცვალა მანდატურთა დანიშვნის წესი.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ზოგადი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში შევიდა, რომელთა თანახმად სკოლის მანდატურის უფლებამოსილება იზრდება, იუწყება შსს-ის პრესსამსახური

ბავშვები გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
შოკისმომგვრელი მონაცემები – როგორ იქცევიან მოსწავლეები

სკოლებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურთა როლის გაძლიერების საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ დადგა მწვავედ, რაც 2017 წლის დეკემბერში თბილისის #51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის გახმაურებული მკვლელობა მოხდა. 

„კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟდება ვიდეოკამერები, ასევე, შეიცვალა მანდატურთა დანიშვნის წესი. მანდატურს დანიშნავს და გაათავისუფლებს არა სკოლის დირექტორი, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსი“, — ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ასევე იზრდება მოთხოვნები თავად მანდატურთა მიმართ. ამიერიდან მანდატურის პოზიციას მხოლოდ სრული ზოგადი და პროფესიული ან უმაღლესი განათლების მქონე პირები დაიკავებენ.

აღსანიშნავია, რომ კანონში ცვლილებების შესაბამისად, სკოლებში მოსწავლეთა შორის კონფლიქტების განეიტრალების, სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციისა და კანონსაწინააღმდეგო ნივთების აღმოჩენის მიზნით, მანდატურს უფლება ეძევა, ზედაპირულად დაათვალიეროს მოსწავლეები მეტალოდეტექტორის გამოყენებით.

პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ რისკების შემცირებისა და მოსწავლეთა უსაფრთხოებისთვის, მანდატური უფლებამოსილი იქნება, ერთმანეთს დააშოროს ისინი და განაცალკევოს „ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში“ სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით, მშობლების გამოცხადებამდე.

მოზარდა შორის კონფლიქტების პრევენცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება და აღნიშნული ცვლილებები პოლიციასა და მანდატურის სამსახურს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0