„მადლობა ღმერთს, ყველა ცოცხალია" – ბელარუსის ელჩმა დაშავებულები მოინახულა

© Sputnik / Levan Avlabreli112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბელარუსის ელჩმა მიხეილ მიატლიკოვმა კახეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალებულები მოინახულა.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალებულთა უმეტესობამ სამედიცინო დაწესებულება დატოვა, სტაციონარში მკურნალობას ორი ბელარუსი ტურისტი აგრძელებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავარია კვირას, დილით მოხდა. გომბორის უღელტეხილზე ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც 27 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი თბილისიდან კახეთის მიმართულებით ტურისტული მარშრუტით მიემგზავრებოდნენ.

112 - Sputnik საქართველო
გომბორზე ავტოავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, ისინი ბელარუსის მოქალაქეები არიან, 16 მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

„მადლობა ღმერთს, ყველა ცოცხალია. ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ზოგიერთს უბრალოდ ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ორი მათგანი შედარებით სერიოზულად დაშავდა, თუმცა ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მათ სიცოცხლეს, ექიმების სიტყვით, საფრთხე არ ემუქრება", — განაცხადა საქართველოში ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხეილ მიატლიკოვმა.

ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ერთი დაშავებული ქალი რჩება, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

კიდევ ერთი ქალბატონი თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაშია მოთავსებული. მას გულ-მკერდის ღრუს ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა და მუხლის დაზიანება აქვს მიღებული. ჯერჯერობით უცნობია, დასჭირდება თუ არა მასაც ქირურგიული ჩარევა.

მიატლიკოვმა დაზარალებულები უკვე მოინახულა.

ტურისტების განცხადებით, სახიფათო ვითარებაში მძღოლის ადეკვატური მოქმედების წყალობით ავტობუსი უფსკრულში არ გადავარდა და ისინი ცოცხლები დარჩნენ.

ყველა ახალი ამბავი
0