გომბორზე ავტოავარიის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

გამოწერა
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik.  ექვსი ადამიანი დაშავდა გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად, განუცხადეს „Sputnik- საქართელოს" შსს-ს პრეს-სასმსახურში.

თბილისიდან თელავის მიმართულებით მოძრავი „სუზუკის" მარკის  ავტობუსი გომბორის უღელტეხილზე  რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც  რუსეთის  ექვსი მოქალაქე დაშავდა. 

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ავარია გომბორზე: ბოლო ცნობები დაშავებულების შესახებ

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები და პოლიციაა მობილიზებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს  იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

აღსანიშნავია, რომ გომბორის უღელტეხილზე  9 ივნისს მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა, გზიდან  ხევში გადავარდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

 

ყველა ახალი ამბავი
0