მოქალაქე ბოს ბლოგი: რატომ ვერ გაიმართა წელში ჩვენი ქვეყანა

გამოწერა
„მოქალაქე ბო“ ერთი ქართველი ახალგაზრდა კაცია თავისი ფიქრებით, ოცნებებითა და გატაცებებით. ძალიან უყვარს სამშობლო და თავისი თვალთახედვა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე:

ხშირად მიფიქრია, რატომ არის, რომ იმხელა ისტორიის მქონე ქვეყანამ, როგორიც საქართველოა ჯერაც ვერ შეძლო სრულყოფილად ფეხზე დადგომა და წელში გამართვა. რატომ არის, რომ ასეთი ტრადიციებით ძლიერმა ქვეყანამ ვერა და ვერ იპოვა საკუთარი გზა. გზა, რომელიც არა მხოლოდ ეკლესიამდე, არამედ განვითარებისა და სრულყოფილების იდილიამდე მიიყვანს.
ამ კითხვების კორიანტელში გახვეულს, გონებაში საბოლოოდ ერთადერთი პასუხი ამომიტივტივდება ხოლმე — სიყვარული გვაკლია ჩვენ, ქართველებს. სიყვარული ერთმანეთის მიმართ, თბილი ურთიერთობები, მზრუნველობა და რაც ყველაზე მთავარია — ურთიერთგაგება. ჯერ კიდევ ახლო წარსულში უდიდესმა ქართველმა მწერალმა, გურამ დოჩანაშვილმა ბრძანა, დედამიწას სიყვარული ატრიალებსო და ჩვენ, ქართველებმა მაინც ვერ გავითავისეთ იგი. პირიქით, უფრო მეტი აგრესიითა და სიძულვილით დავმართეთ საკუთარ თავებს ის, რაც ახლა სულსა და გულს გვიწიკნის, გვინადგურებს და სიღარიბეში (სულიერ ან მატერიაულურ) გვაცხოვრებს.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: რატომ ტოვებენ ქართველი ახალგაზრდები სამშობლოს

შევეშვათ წარსულს, მიუხედავად იმისა, რომ იქ სამშობლოს ღალატსა და ერთმანეთის სიძულვილზე საკმაოდ ბევრი ფაქტი მოგვეპოვება და დავუბრუნდეთ აწმყოს, რომელიც მქადაგებელია მომავლისა.

გვაქვს რამე სანაქებო? გვაქვს სიამაყის გრძნობის საფუძველი? შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა ერთიანია? არანაირად! უსაფუძვლო და უადგილოა ერთიანობაზე საუბარი, როცა ქვეანაში არსებობს პოლიტიკური დიფერენცირება. ერთი შეხედვით ეს ლოგიკური და ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესის თანმხლები მოვლენაა, მაგრამ როცა ეს ყველაფერი სიძულვილსა და ზიზღში გადადის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო, ისევ ზემოთ ხსენებული კითხვები და ის ერთადერთი პასუხი იჩენს ხოლმე თავს.

„ნუ მომკლავო“ ერთმანეთს ვეხვეწებით, აქციებს ვმართავთ და მცირეოდენი ხნის შემდეგ საზოგადოებისთვის მიუღებელი ადამიანის წამებასა და სიკვდილის მუქარის ამსახველ ვიდეოზე გულიანად ვიცინით, ვხარხარებთ, გვიხარია და უფლის სამართალადაც კი მივიჩნევთ ამ ყოველივეს. ეს არის სიყვარული? ეს გადაგვარჩენს? ეს გვაერთიანებს?

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
მოქალაქე ბოს ბლოგი: ვის კეთილდღეობას ხმარდება ჯვრით გარდასახული ფული?

ახალგაზრდობას ხელს ჰკრავს ძველი თაობა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ „სავეცკი“ ფიქრებს არ იზიარებს, არ ეთაყვანება. თავისუფლება უნდათ მათ და არა იდეოლოგიური ჩაკეტილობა… და ამ თავსუფლების გამო „ბებიები“ და „ბაბუები“ ბევრ მათგანს სიკვდილს, „ამოწვეტას“ და საქართველოს „მისნაირებისგან“ განწმენდას უსურვებენ.

შეუდარებელი თხზულება დაგვიტოვა აკაკიმ „გამზრდელის“ სახით… ხოდა თუკი წაკითხული გაქვთ დასასრულიც გეცოდინებათ!

და საბოლოოდ, ისევ კითხვა — გვეშველება რამე?

გვეშველება! შევიყვაროთ ერთმანეთი! ერთმანეთის თვალებში უფრო მეტი პოზიტივი, სიხარული, სიყვარული და პატივისცემა დავინახოთ. გვიხაროდეს ჩვენი თანამემამულის წარმატება, რადგან ქვეყანა ხომ ერთი დიდი ოჯახია, ოჯახი, რომელიც თითოეული ჩვენგანის ოჯახისგან შედგება და თუკი ჩვენი მეგობრის წარმატება ქვეყნის წარმატებაზე აისახება ჩვენ თუ არა ჩვენს მომავალ თაობას ხომ მაინც წაადგება ეს ყოველივე? წაადგება და თან როგორ!

მომავალ შეხვედრამდე!

მოქალაქე ბო


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური