მძღოლების საყურადღებოდ – რას შეამოწმებენ ავტომობილების ტექდათვალიერებისას

გამოწერა
Yandex newsTelegram
იურიდიული პირების ან სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილების ტექდათვალიერება 1 ივლისიდან სავალდებულო გახდება.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ კომპონენტების ჩამონათვალი, რომლებიც ავტომობილის სავალდებულო ტექდათვალიერების დროს შემოწმდება.

ტექნიკურ ინსპექტირებას 2018 წლის 1 ივლისიდან გაივლიან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან — ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომანქანა გაივლის.

ავტომანქანა - Sputnik საქართველო
„ეს მტკივნეული პროცესი იქნება": კალაძე ტექდათვალიერებაზე

ინსპექტირების ჩასატარებლად აუცილებელია სატრანპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

პერიოდული სავალდებულო ინსპექტირება მინიმუმ რამდენიმე ელემენტს უნდა შეიცავდეს. მათ შორისაა: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭის მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; უარყოფითი ზემოქმედება.

ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე https://pti.ge/. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 1484. ზარი უფასოა.

მსუბუქი ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება უნდა ჩატარდეს აკრედიტებულ სერვის-ცენტრებში. მსუბუქი ავტომობილის შემოწმება 60 ლარი დაჯდება, სატვირთოსი — 100 ლარი. ნორმების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში პრობლემა გარკვეულ ვადაში უნდა აღმოიფხვრას.

პერიოდული ტექნიკური შემოწმება 2018 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო გახდა იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომელთა წონა 3,5 ტონას აღემატება და ავტომობილებისთვის, რომლებშიც რვა და მეტი სამგზავრო ადგილია, ასევე გაზზე მომუშავე ავტომანქანებისთვის.

მოძრაობა თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
რა ელოდებათ მძღოლებს ავტომანქანების ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ

სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას 2018 წლის 1 ოქტომბრიდან გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის ავტომობილები (3.0 ძრავით და ზემოთ); ხოლო 3.0 ძრავზე ნაკლების მქონე ავტომობილები — 2019 წლის 1 იანვრიდან.

ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გააუქმეს. მაშინ გადაწყვეტილება ამ სფეროში კორუფციის მაღალი რისკის გამო მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0