ბასილაშვილი თურქეთის ტურნირზე წარმატებით გამოსვლას განაგრძობს

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ჩოგბურთელმა თურქეთში სერბ მეტოქეს მოუგო და 12,3 ათასი ევრო გამოიმუშავა.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (76) საჩოგბურთო ტურნირზე АТР 250 სერიის მესამე წრეში გავიდა. ტურნირი ანტალიაში ამ დღეებში მიმდინარეობს.

„ქართველმა ჩოგბურთელმა თურქეთში ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო">>

ბასილაშვილმა მეორე რაუნდში სამ სეტში (6:4, 2:6, 7:5) დაამარცხა სერბი დუშან ლაიოვიჩი (57). მატჩი თითქმის ორ საათს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი ქალაქ ჰალეში საჩოგბურთო ტურნირზე ვერ იასპარეზებს

ამ გამარჯვების წყალობით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და 12,3 ათასი ევრო გამოიმუშავა. შეიძლება ითქვას, რომ АТР-ს განახლებულ რეიტინგში, რომელიც 2 ივლისს გამოქვეყნდება, ბასილაშვილი პოზიციებს გაიუმჯობესებს.

მეოთხედფინალში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი ჩეხ ირჟი ვესელის (103) შეხვდება.

ანტალიის ტურნირი 30 ივნისამდე გაგრძელდება. შეჯიბრების საერთო საპრიზო ფონდია 426 ათასი ევრო. მოქმედი გამარჯვებულია იაპონელი იუიტი სუგიტა.

ყველა ახალი ამბავი
0