ქართველმა ჩოგბურთელმა თურქეთში ტურნირზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

© FB / Fédération Royale Marocaine de Tennisნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში ცხრა პოზიციით დაწინაურდა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს მამაკაცთა საჩოგბურთო ნაკრების ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგში 76-ე ადგილი) საჩოგბურთო ტურნირში მონაწილეობა გამარჯვებით დაიწყო. ტურნირი АТР 250-ის სერიიდან ანტალიაში მიმდინარეობს.

პირველ წრეში ბასილაშვილმა საათზე ნაკლებ დროში ესპანელი რობერტო კარბალიეს-ბაენა (74) ორ პარტიაში დაამარცხა 6:2, 6:3.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო

თითოეულ სეტში ქართველმა სპორტსმენმა ორ-ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება, თვითონ კი მას არც ერთი არ დაუთმო. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა პირველ ჩაწოდებაზე ბურთების 82 პროცენტი მოიგო მაშინ, როდესაც ბაენას მონაცემი მხოლოდ 56 პროცენტი იყო.

ამ გამარჯვების წყალობით ბასილაშვილმა უკვე გამოიმუშავა 20 სარეიტინგო ქულა და 7 ათას ევროზე ცოტა მეტი საპრიზო თანხა. შემდეგ რაუნდში ის დუშან ლაიოვიჩისა (57, სერბეთი) და ფილიპ ხორანსკის (301, სლოვაკეთი) წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

АТР-ს 25 ივნისს განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილმა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა პოზიციები და 85-ე ადგილიდან 76-ზე გადაინაცვლა.

ანტალიის ტურნირი 30 ივნისამდე გაგრძელდება. შეჯიბრების საერთო საპრიზო ფონდია 426 ათასი ევრო. მოქმედი გამარჯვებულია იაპონელი იუიტი სუგიტა.

ყველა ახალი ამბავი
0