ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის ტურნირზე პირველი მატჩი მოიგო

© FB / Hungarian Tennisნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომდევნო თამაშს ქართველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩთან გამართავს

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (74-ე პოზიცია მსოფლიო რეიტინგში) სამ სეტში იტალიელ ფილიპო ბალდის (370) ანგარიშით 6:4, 4:6, 6:4 მოუგო და АТР-მასტერსის სერიის ტურნირის მეორე რაუნდში გავიდა. ტურნირი ამ დღეებში იტალიის დედაქალაქ რომში იმართება.

ორსაათიანი მატჩის დროს თანასწორი ბრძოლა წარიმართა.

პირველ სეტში ანგარიშით 3:3 ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის ჩაწოდება აიღო და საქმე გამარჯვებამდე ოსტატურად მიიყვანა. შემდეგ პარტიაში ბალდი ქართველ ჩოგბურთელთან შედარებით უფრო დასვენებულად გამოიყურებოდა და ორჯერ გააკეთა ბრეიკი, მაშინ როდესაც ბასილაშვილმა მხოლოდ ერთი ბრეიკის გაკეთება შეძლო.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე, დასკვნითი სეტის მეხუთე გეიმი. ანგარიშით 2:2 ქართველმა იტალიელის ჩაწოდების აღება შეძლო და შემდეგ მას მოპოვებული უპირატესობა აღარ დაუკარგავს.

ამ გამარჯვებამ ბასილაშვილს 45 სარეიტინგო ქულა და 32 000 ევრო მოუტანა.

მსოფლიო რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელის პოზიცია გაუარესდა >>

მომდევნო წრეში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი დაუპირისპირდება მსოფლიოს ყოფილ ნომერ პირველ ჩოგბურთელს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელიც ამჟამად АТР-ს რეიტინგში მე-18 პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება ტურნირს რომში Internazionali BNL d"Italia, ის 20 მაისამდე გაგრძელდება. მისი საერთო საპრიზო ფონდია თითქმის ხუთნახევარი მილიონი ევრო. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია ალექსანდრ ზვერევი (გერმანია).


ყველა ახალი ამბავი
0