მსოფლიო რეიტინგში ქართველი ჩოგბურთელის პოზიცია გაუარესდა

© FB / Chengdu Openნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ჩოგბურთელმა მადრიდის ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი АТР-ის განახლებულ რეიტინგში ორი პოზიციით ჩამოქვეითდა და 77-ე ადგილი დაიკავა.

ქართველი ჩოგბურთლი ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

ქართველი სპორტსმენის რეგრესის მიზეზი სტამბულში АТР 250-ის სერიის ტურნირზე წარუმატებელი გამოსვლა გახდა. ბასილაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა ფრანგ ჟერემი შარდისთან (5:7, 3:6) და ვერც ერთი რეიტინგული ქულის მოპოვება ვერ შეძლო.

შემდეგი ტურნირი, რომელშიც ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, მადრიდში „მასტერსი" იქნება, რომელმაც სტარტი 6 მაისს აიღო. ბასილაშვილი ძირითად ბადეში საკვალიფიკაციოდან გავიდა და პირველ წრეში, 7 მაისს 31 წლის ფრანგ გაელ მონფისს (41) შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

მადრიდის „მასტერსის" ტურნირის ძირითად ბადეში გასვლამ ბასილაშვილს საშუალება მისცა 10 რეიტინგული ქულა და 22 ათას ევროზე მეტი მოეპოვებინა. გასულ წელს ესპანეთის დედაქალაქში გამოსვლა ქართველმა ჩოგბურთელმა ჯერ კიდეც პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში დაასრულა.

მადრიდში „მასტერსი" 13 მაისამდე გაგრძელდება და მისი საპრიზო ფონდი 6,2 მლნ ევროს შეადგენს. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალია, რომელმაც აღნიშნული ტურნირი ხუთჯერ მოიგო.

ყველა ახალი ამბავი
0