თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (85-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) ვერ მოხვდა ძირითად ბადეში АТР 500-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირზე, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰალეში დაიწყო.
მაორე საკვალიფიკაციო რაუნდში ბასილაშვილი ორ პარტიაში ანგარიშით 2:6, 4:6 ამერიკელ დენის კუდლასთან (109) დამარცხდა.
მატჩი ერთ საათზე ნაკლებ დროს გაგრძელდა. კუდლამ მეტოქის ჩაწოდება სამჯერ აიღო და თავისი არცერთხელ არ დათმო.
ამჟამად ბასილაშვილი АТР-ს მსოფლიო რეიტინგში 85-ე პოზიციას იკავებს. თუმცა ეს მარცხი ჰალეში არც ისე კარგად აისახება ქართველი ჩოგბურთელის პოზიციებზე განახლებულ რეიტინგში, რომელიც 25 ივნისს გამოქვეყნდება.
ქართველი ჩოგბურთელი „როლან გაროსს“ გამოეთიშა >>
ტურნირი გერმანიაში 24 ივნისამდე გასტანს. მისი საერთო საპრიზო ფონდი თითქმის ორ მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი ჩემპიონი შვეიცარიელი როჯერ ფედერერია.