განსაკუთრებით საშიში დამნაშავე საქართველოდან ყაზახეთშია ექსტრადირებული

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, ადამიანი, რომელიც ყაზახეთს გადასცეს, რუსთაველის გამზირზე აქციების დროს დააკავეს

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისში ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაკავებული ყაზახეთის მოქალაქე ორშაბათს ექსტრადირებულია ასტანაში, ნათქვამია ყაზახეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.

დაკავებული ბესლან ლორსანოვი 2011 წლიდან ალმატის პოლიციის მიერ იძებნებოდა ყაჩაღური თავდასხმისთვის, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
ათობით შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მკვიდრი რუსეთშია ექსტრადირებული

„მატერიალური ზარალი 300 მილიონ ტენგეს აღემატება (881 ათას დოლარზე მეტი). დანაშაულის ჩადენის შემდეგ ეჭვმიტანილი სისხლის სამართლებრივი დევნის ორგანოებს დაემალა, რასთან დაკავშირებით მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად ლორსანოვი ასტანის საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი საქართველოში ელჩად დაინიშნა >>

მანამდე საქართველოს შსს იუწყებოდა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს 11 ივნისს დაკავებულია ყაზახეთის მოქალაქე, რომელიც წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის იძებნებოდა. პოლიციამ ის იმ დროს დააკავა, როდესაც ის აქციაზე მყოფ ადამიანებთან მისვლას აპირებდა.


ყველა ახალი ამბავი
0