ყაზახეთის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი საქართველოში ელჩად დაინიშნა

© photo: Sputnik / Alexey Babushkin / გადასვლა მედიაბანკშიყაზახეთის პარლამენტის შენობა
ყაზახეთის პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზახეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ერმუხამეტ ერტისბაევი 2017 წელს ელჩად ბელარუსში დაინიშნა.

თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ყაზახეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაურჟან მუხამეჯანოვი იქნება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" საქართველოში ყაზახეთის საელჩოში.

მუხამეჯანოვი სხვადასხვა დროს იყო ყაზახეთის იუსტიციის მინისტრი, უმაღლესი სასამართლოს საბჭოს წევრი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ყაზახეთის შსს-ს 2005-2009 წლებში ხელმძღვანელობდა. იყო უშიშროების საბჭოს წევრი. 2009 წელს, პრეზიდენტის ბრძანებით, დაინიშნა სენატის დეპუტატად. ამ თანამდებობაზე 2011 წლის დეკემბრამდე იმუშავა. 2011-2013 წლებში იყო ყაზახეთის მანგისტაუსის ოლქის აკიმი (მერი).

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველომ და ყაზახეთმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

2013 წლიდან დღემდე ლიტვასა და ლატვიაში ყაზახეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის თანამდებობა ეკავა.

საქართველომ და ყაზახეთმა გასულ წელს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღნიშნეს.

ამჯამად ყაზახეთში საქართველოს ელჩია ზურაბ აბაშიძე.

ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი, ის თანხას საქართველოში ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში დებდა.

ყველა ახალი ამბავი
0