ათობით შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მკვიდრი რუსეთშია ექსტრადირებული

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიების მონაცემებით, გაგიევის დაჯგუფების წევრებმა მოკლეს მაღალი რანგის ჩინოსნები, პოლიციელები და ბიზნესმენები.

თბილისი, 20 იავნისი — Sputnik. საქართველოს მკვიდრი ასლან გაგიევი, მეტსახელად „ჯაყო“, რომელიც მსხვილი დაჯგუფების ლიდერია და ათობით შეკვეთილ მკვლელობაშია ბრალდებული, ავსტრიიდან რუსეთშია ექსტრადირებული, იუწყება РИА Новости რუსეთის შსს-ზე დაყრდნობით.

საქართველოში ბიზნესის „დაკრიშვისთვის“ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები დააკავეს >>

გაგიევზე საერთაშორისო ძებნა 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, 2015 წლის იანვარში კი ის ავსტრიაში დააკავეს.

„დღეს რუსეთის შსს-ს ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს და სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა თანხლებით ვენიდან მოსკოვში ექსტრადირებულია 1971 წელს დაბადებული ასლან გაგიევი… ფიგურანტს ბრალად ედება ათობით შეკვეთილი მკვლელობა, მათ შორის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების, მსხვილი ჩინოვნიკების და ბიზნესმენების“, — განაცხადა რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.

თურქეთის საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
თურქეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ „გია კუტაისკი“ მოკლეს

მან ასევე განაცხადა, რომ გაგიევის თანამზრახველთა ნაწილი ადრეა დაკავებული და ისინი ხანგრძლივ პატიმრობას იხდიან.

ასლან გაგიევის მიერ შექმნილმა დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ კრიმინალური საქმიანობა დაიწყო არაუგვიანეს 2004 წლისა და 50-ზე მეტ მონაწილეს ითვლიდა. გამოძიების მონაცემებით, ბანდიტებს 60 ადამიანი ჰყავთ მოკლული, მათ შორის პოლიციელები, რესპუბლიკური და ქალაქის დონის ჩინოვნიკები, ბიზნესმენები და სხვ. დანაშაულები ჩადენილია მოსკოვში, მოსკოვის ოლქსა და ჩრდილოეთ ოსეთში.

გაგიევი 2015 წელს დააკავეს ავსტრიაში, სადაც ის ლტოლვილის სტატუსის მიღებას ცდილობდა. ავსტრიაში მაშინ მისი რუსეთში ექსტრადირების ხანგრძლივი პროცესი დაიწყო. საბოლოოდ ვენის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა რუსეთის მოთხოვნა გაგიევის გადაცემის თაობაზე.

გაგიევის დაჯგუფების მიერ ჩადენილ ყველაზე რეზონანსულ დანაშაულებს შორისაა 2008 წელს ვლადიკავკაზის მერის ვიტალი კარაევის და ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის ყაზბეგ პაგიევის მკვლელობები.

ყველა ახალი ამბავი
0