საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიასთან ტესტ-მატჩში დამარცხდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მორაგბეთა ნაკფრების კაპიტანი გიორგი ნემსაძე (მარჯვნივ) გუნდელებთან
საქართველოს მორაგბეთა ნაკფრების კაპიტანი გიორგი ნემსაძე (მარჯვნივ) გუნდელებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის იაპონიასთან ეს დამარცხება ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები გასვლაზე სეზონის დასკვნით ტესტ-მატჩში იაპონიის ნაკრებთან ანგარიშით 0:28 დამარცხდა.

პირველი წაგება წელიწადში — ბორჯღალოსნები ფიჯისთან დამარცხდნენ >>

მთელი მატჩის დროს მასპინძელი ფლობდა სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, ამან გამოიწვია ოთხი წარმატებული გარდასახვა — ერთი შეხვედრის პირველ ნახევარში და სამი მეორეში.

მილტონ ჰეიგის შეგირდებს თამაშის თითქმის არცერთი კომპონენტი არ გამოუვიდათ. თანაც ქართველმა მორაგბეებმა საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვეს, რითაც იაპონელებმა ისარგებლეს.

საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები (U-20) - Sputnik საქართველო
მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები ქართველ ქომაგებს ისევ აკვირვებს

აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მეორე თამაშია, რა დროსაც საქართველოს ნაკრებს მატჩის მეორე ნახევარში ქულების დაგროვებას ვერ ახერხებს. ერთი კვირის წინ ქართველებმა ფიჯის ტესტ-მატჩში ანგარიშით 15:37 დაუთმეს, თანაც შესვენების შემდეგ 0:27 წააგეს.

საქართველოს ბორჯღალოსნებისთვის იაპონიასთან წაგება პირადი დაპირისპირების ისტორიაში მეხუთე და ყველაზე მასშტაბური გახდა. დღემდე იაპონელთა  ყველაზე დიდი გამარჯვება 2006 წელს დაფიქსირდა, როდესაც ოსაკაში მასპინძელმა 32:7 მოიგო.


ყველა ახალი ამბავი
0