მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები ქართველ ქომაგებს ისევ აკვირვებს

© FB / Georgian Rugbyსაქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები (U-20)
საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები (U-20) - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველ მორაგბეთა შემაჯამებელი ადგილი ტურნირზე ნაკრების ისტორიაში ყველაზე მაღალი გახდა

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე (U-20) შოტლანდიის გუნდს ანგარიშით 39:31 მოუგო და ტურნირზე მეცხრე შემაჯამებელი ადგილი დაიკავა.

მატჩში უპირატესობას ხან ერთი გუნდი ფლობდა, ხან მეორე. საბოლოოდ, პირველ ტაიმში შოტლანდიელებმა საქართველოს ნაკრების საჯარიმოში სამი ლელო დადეს, ხოლო ილია მაისურაძის შეგირდებმა ორი წარმატებული გარდასახვა განახორციელეს. შესვენებაზე გუნდები გავიდნენ ანგარიშით 19:12 ბრიტანელების სასარგებლოდ.

შეხვედრის მეორე ნახევარში ქართველებმა შესანიშნავად ითამაშეს. ისინი ტოტალურ და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ოთხ შედეგიან გარდასახვად იქცა. აღსანიშნავია თედო აბჯანდაძე, რომელიც ოთხი გარდასახვისა და ორი ზუსტი საჯარიმო დარტყმის ავტორი გახდა.

ეს გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული გახდა. მსოფლიო ჩემპიონატზე (U-20) მეცხრე შემაჯამებელი ადგილი გუნდისთვის მისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალი გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0