პირველი წაგება წელიწადში - ბორჯღალოსნები ფიჯისთან დამარცხდნენ

© Sputnik / STRINGERმორაგბე სოსო მათიაშვილი (მეორე მარცხნიდან) საქართველოს რაგბის ნაკრებში
მორაგბე სოსო მათიაშვილი (მეორე მარცხნიდან) საქართველოს რაგბის ნაკრებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესვენებაზე გუნდები გავიდნენ ანგარიშით 15:10 საქართველოს სასარგებლოდ, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა და ფიჯის გუნდმა გაიმარჯვა

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წყნარი ოკეანეს ტურნეს ფარგლებში ფიჯის ნაკრებს ანგარიშით 15:37 დაუთმო.

მანამდე წელს მილტონ ჰეიგის აღსაზრდელებმა ზედიზედ შვიდი შეხვედრა მოგებით დაასრულეს.

საქართველოს ბორჯღალოსნებმა ტონგას ნაკრები დაამარცხეს >>

ქართველმა მორაგბეებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-9 წუთზე სოსო მათიაშვილის ზუსტი საჯარიმო დარტყმის შემდეგ დაწინაურდნენ. მასპინძელმა ორი შედეგიანი შეტევით უპასუხა, თუმცა გარდასახვის გარეშე, და ანგარიში 10:3 კუნძულელთა სასარგებლოდ გახდა.

ქართველებმა წარმატებული ლელო23-ე წუთზე დადეს. საჯარიმოში ბურთი ვატო კოლელიშვილმა დაარტყა, მათიაშვილმა კი გარდასახვა შეასრულა. პირველი ტაიმის ბოლოს სანდრო თოდუამ კიდევ ერთი ლელო დადო და შესვენებაზე გუნდები გავიდნენ ანგარიშით 15:10 საქართველოს სასარგებლოდ.

რა დაემართათ ქართველ მორაგბეებს მატჩის მეორე ნახევარში, რთული სათქმელია. თამაში ვერ აეწყო, რითაც ისარგებლა ფიჯის გუნდმა. საბოლოო ჯამში კუნძულელებმა ოთხი ლელო დადეს, შეასრულეს ორი გარდასახვა, დაარტყეს ერთი საჯარომო და ტაიმი ანგარიშით 27:0 მოიგეს.

ამ გამარჯვების შემდეგ ფიჯის ნაკრები პირად ჩათვლაში დაწინაურდა — 2:1.

2012 წელს თბილისში მათ 24:19 მოიგეს, 2016 წელს კი საქართველო გასვლაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა — 14:3.

მომდევნო ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები 23 ივნისს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0