საქართველოს ბორჯღალოსნებმა ტონგას ნაკრები დაამარცხეს

© Sputnik / STRINGERმორაგბე სოსო მათიაშვილი საქართველოს რაგბის ნაკრებში (მარცხნიდან მეორე)
მორაგბე სოსო მათიაშვილი საქართველოს რაგბის ნაკრებში (მარცხნიდან მეორე) - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში მონაწილეობს

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფიჯის კუნძულებზე წყნარი ოკეანის თასის გათამაშების პირველი მატჩი ტონგას გუნდს ანგარიშით 16:15 მოუგო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტონგელები პირველივე წუთებიდან აქტიურობდნენ, თუმცა ბურთი მეტოქის 22 მეტრიან ზონაში დაკარგეს. მოპოვებული ბურთი კაჭარავამ ბურთი მათიაშვილს მიაწოდა, რომელმაც შესანიშნავი ინდივიდუალური ლელო დადო – 7:0.

ტაიმის დასრულებამდე მათიაშვილმა ორი ჯარიმა მიამატა, რასაც ტაკულუამ ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა და პირველი ტაიმი 13:3 დასრულდა.

საქართველოს და კანადისრაგბის  ნაკრებების მატჩი - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში „ფრანგი ბარბაროსები“ დაამარცხა

ტონგელები საკუთარ ნახევარზე ხშირად ჯარიმდებოდნენ და სოსო მათიაშვილმა „ბორჯღალოსნების“ მონაგარს მეორე ტაიმის დასაწყისშიც სამი ქულა შემატა – 16:3.

კუნძულელები დარჩენილ დროში ძალიან გააქტიურდნენ და საქართველოს ნაკრებს ორი ლელო დაუდეს. მატჩის ბოლო ლელო 79-ე წუთზე ჰალაიფონუამ დაამიწა და ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა 16:15.

შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ ერთ წუთში „ბორჯღალოსნებმა“ თავი კარგად დაიცვეს და მინიმალური უპირატესობა შეინარჩუნეს. საქართველომ ტონგა ზედიზედ მესამე შეხვედრაში დაამარცხა.

პარასკევს საქართველოს ნაკრები გაემგზავრა წყნარ ოკეანეში ტურნეში, რომლის ფარგლებში გამართავს კიდევ ორ ტესტ-მატჩს — ფიჯისთან (16 ივნისი) და იაპონიასთან (23 ივნისი).


ყველა ახალი ამბავი
0