ვეტერინარების დეფიციტი – ვინ უმკურნალებს სოფლებში ცხოველებს

© photo: Sputnik / Evgenya Shabaevaთხები
თხები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ვეტერინარებს ქალაქებში შინაურ ცხოველებთან მუშაობა ურჩევნიათ, ვიდრე სოფლებში ფერმერების დახმარება.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოში 7-10 წლის შემდეგ შეიძლება სოფლის ვეტერინარების სერიოზული დეფიციტი წარმოიშვას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევაზე დაყრდნობით.

ვაჭრობა დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
რას ვჭამთ: საშიში ხორცი თბილისის ბაზრებში

FAO-ს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საქართველოში მოქმედი ვეტერინარების საშუალო ასაკი 55-60 წელია და ეს საშუალო ასაკი მალე საპენსიო ასაკს მიაღწევს. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ახალგაზრდა ვეტერინარებს სურვილი არ აქვთ საველე პირობებში ცხოველებთან მუშაობის, ამიტომაც საქართველოში რამდენიმე წლის შემდეგ აღნიშნულ დარგში კადრების სერიოზული დეფიციტი შეიძლება გაჩნდეს.

საქართველოში ვეტერინარული ფაკულტეტების კურსდამთავრებულები ძირითადად ქალაქში, შინაური ბინადარი ცხოველებისთვის (ძაღლი, კატა და სხვა) განკუთვნილ კლინიკებში არჩევენ დასაქმებას.

სოფლის ვეტერინარების დატვირთული რეჟიმი, დაბალი ანაზღაურება — ძირითადი მიზეზებია, რის გამოც ახალგაზრდა თაობა უარს აცხადებს საველე ვეტერინარიის სფეროში დასაქმებაზე. ამასთან, ვეტერინარია ის პროფესიაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია როგორც ფიზიკური ტრავმები, ისე ზოოზონები (როდესაც დაავადება ცხოველიდან ადამიანზე გადადის).

კვლევამ აჩვენა, რომ ორ ვეტერინარს საშუალოდ 16 სოფლის მომსახურება უწევს. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონებში უფრო ნაკლები ვეტერინარია, ვიდრე ქალაქში, ორ სპეციალისტს ერთი თვის განმავლობაში 442 ოჯახისა და დაახლოებით 6,3 ათასი საქონლის მომსახურება უწევს.

შინაური ცხოველების შესახებ კანონის გამკაცრებას ვეტერინარი მიესალმება>>>

თავად ვეტერინარები აღნიშნავენ, რომ მათი ანაზღაურება შრომის შესაბამისი არ არის, ხოლო ფერმერები თანხის ეკონომიის მიზნით თავად ცდილობენ ცხოველების მკურნალობას, რაც ხშირად არასასურველი შედეგით სრულდება.

ყველი - Sputnik საქართველო
ყველის 12 ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა

კვლევა ცხოველთა იდენტიფიკაცია–რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ FAO-ს ექსპერტები და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო.

პროგრამა ითვალისწინებს საქონლის იდენტიფიკაციას და აღწერას. პროგრამის ფარგლებში ცხოველებს საყურე ნიშნები უმაგრდებათ.

ქვეყანაში ვეტერინარული მდგომარების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს კანონში "უმაღლესი განათლების შესახებ" 2018 წლიდან ამოქმედდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ვეტერინარული განათლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული ხდება. ცვლილების თანახმად, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ვეტერინარული მიმართულებით სტუდენტთა სწავლებას საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ცხოველთა იდენტიფიკაცია–რეგისტრაციის პროგრამა (NAITS) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0