პირქუში The Tiger Lillies თბილისის თეატრალურ ფესტივალზე წარდგება

გამოწერა
ლონდონური დასი ქართველ მაყურებელს მძაფრსიუჟეტიან ვიზუალურ კოშმარს წარუდგენს

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. მუსიკალური ტრიო ლონდონიდან The Tiger Lillies თბილისში 20 სექტემბერს წარდგება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

რატომ არ მოეწონა გორის მერს სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი >>

მუსიკოსები მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარადგენენ პროგრამას „მოჯადოებული სასახლე“ ედგარ ალან პოს მიხედვით. ორგანიზატორთა თქმით, საათნახევრიანი შოუ  მძაფრსიუჟეტიან ვიზუალურ კოშმარს წააგავს.

მარჯანიშვილის თეატრის შესასვლელი - Sputnik საქართველო
თბილისში პირველი თეატრალური მინიქალაქი გაჩნდება

ტრიოს შემადგენლობაში არიან: მარტინ ჟაკი, ედრიან სტაუტი და ჟონას გოლანდი. არტისტები მკვეთრი მაკიაჟით და ორიგინალური სცენიური სახეებით გამოირჩევიან.

The Tiger Lillies – ეს არის საოპერო მუსიკის, ბოშური მოტივების და პარიზის სანაპიროს მელოდიების ნაზავი. კოლექტივი 1989 წელს დააარსდა. მუსიკოსები ასრულებენ კომპოზიციებს შავი იუმორის ელემენტებით. მათი სიმღერების გმირები ხშირად ხდებიან მეძავები, ნარკომანები, დამნაშავეები, ფსიქიური გადახრების მქონე ადამიანები.

ტრიო საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის. 2015 წელს მუსიკოსები თბილისის ფესტივალ Open Air-ზე წარდგნენ.

The Tiger Lillies საქართველოს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ეწვევიან. საიუბილეო, რიგით მეათე ფესტივალზე, რომელიც დედაქალაქში 14-30 სექტემბერს ჩატარდება, შეიკრიბებიან თეატრალური დასები გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, მალაიზიიდან, აშშ-დან, კანადიდან და ჩინეთიდან.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დედაქალაქის მერიამ 2009 წელს ქალაქის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით დააარსდა.


ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური