თბილისში პირველი თეატრალური მინიქალაქი გაჩნდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმარჯანიშვილის თეატრის შესასვლელი
მარჯანიშვილის თეატრის შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქში გამოიყოფა ადგილი თეატრთან და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების განვითარებისათვის.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მარჯანიშვილის თეატრს პირველად გაუჩნდება თეატრალური მინიქალაქი, სადაც გაიმართება ექსპერიმენტები, შემოქმედებითი ლაბორატორიები და არტ-რეზიდენციები.

ნავარაუდევია, რომ ქალაქი კოჯრის გზაზე 2019 წლის ოქტომბერში აშენდება, იუწყება Netgazeti.

რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო
ექსპერიმენტები სცენაზე: რუსთაველის თეატრი 24–საათიან ფესტივალს დაეთმობა

„მინიქალაქი 6 000 კვადრატულ მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთზე აშენდება. პროექტის ღირებულება 5 500 000 ლარია. მარჯანიშვილის თეატრის მმართველის, ეკა მაზმიშვილის თქმით, მიწის ნაკვეთამდე ტრანსპორტით მისვლას თავისუფლების მოედნიდან  7 წუთი სჭირდება“, — ნათქვამია სტატიაში.

აღნიშნულია, რომ თეატრალური ქალაქი ხისგან აშენდება. კომპლექსი დიდ დახურულ თეატრს, ღია თეატრს და მცირე თეატრს მოიცავს. 

ახალ სივრცეში გამოიყოფა ადგილი თეატრთან და ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების განვითარებისათვის. რეზიდენციები უმასპინძლებს უცხოელ არტისტებს, რომლებთანაც კოპროდუქციაში ითანამშრომლებენ.

მიხაილ ბარიშნიკოვი საქართველოს სექტემბერში ესტუმრება >>

თეატრალურ ქალაქში გაიმართება სპექტაკლები, მასშტაბური თეატრალიზებული წარმოდგენები და სხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები.

უახლოეს მომავალში მარჯანიშვილის თეატრი თეატრალური ქალაქის ესკიზის შექმნაზე კონკურსს გამოაცხადებს. თავად თეატრი კი ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.


ყველა ახალი ამბავი
0