რატომ არ მოეწონა გორის მერს სამეფო უბნის თეატრის სპექტაკლი

© Sputnik / STRINGERგორის ადმინისტრაცია
გორის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპექტაკლი კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. გორში სამეფო უბნის თეატრის წარმოდგენა 25-მდე ადამიანმა უცენზურო სიტყვების გამო დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

მაყურებლის უკმაყოფილება სამეფო უბნის თეატრის დადგმა „დემონებმა“ გამოიწვია, რომელიც დასმა წარმოადგინა.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გორის თეატრალურ ფესტივალს დაფინანსება არ ეყო

„დემონები" შვედი დრამატურგის, ლარს ნურენის შავი იუმორით სავსე პიესის პირველი დადგმაა საქართველოში. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია მიშა ჩარკვიანი.

წარმოდგენა არ მოეწონა გორის მერს კოტე თავზარაშვილსაც, თუმცა ის სპექტაკლზე ბოლომდე დარჩა. 

„ჩვენ ვიცოდით, რომ დასკვნითი სპექტაკლი რუსთაველის თეატრს უნდა წარედგინა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა და სამეფო უბნის თეატრის დასი ჩამოიყვანეს. ახალგაზრდული თეატრი ყოფილა და, როგორც გვითხრეს, მათი სპექტაკლი თბილისში ანშლაგით ტარდება", — განაცხადა კოტე თავზარაშვილმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ. 

თუმცა თეატრის დირექტორი, დათა თავაძე საკუთარ Facebook-გვერდზე ავრცელებს სპექტაკლზე გადაღებულ ვიდეოს, სადაც მაყურებლის პოზიტიური რეაქცია ჩანს.

სამეფო უბნის თეატრის დასი მაყურებლის წინაშე საერთაშორისო კომედიური თეატრალური ფესტივალის  დასკვნით ღონისძიებაზე წარდგა.


ყველა ახალი ამბავი
0