თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გორში წელს არასაკმარისი დაფინანსების გამო საკონკურსო პროგრამის გარეშე დარჩა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ფესტივალის PR-მენეჯერმა მაია გუგუნიშვილმა.
თბილისში ფესტივალი „მრავალჟამიერი" საბავშვო ანსამბლებს შეკრებს >>
ფესტივალში მონაწილეობა 13-მა თეატრმა მიიღო, აქედან მხოლოდ ერთი იყო უცხოური. ყაზახეთის თეატრმა წარადგინა სპექტაკლი შექსპირის პიესის მიხედვით „ჭირვეულის მორჯულება“.
„თეატრალური ფესტივალს გორის მერია და ნაწილობრივ საქართველოს კულტურის სამინისტრო აფინანსებს, მაგრამ წელს დაფინანსება არ გვეყო და მხოლოდ ასტანიდან დასის მიღება შევძელით. ვნახოთ, შემდეგ წელს რა მოხდება. წინასწარ თქმა რთულია, ყველაფერი ფესტივალის მატერიალურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული“, — განაცხადა გუგუნიშვილმა.
ჟიურის ნაცვლად წელს ფესტივალის მონაწილეების ნამუშევრებს აფასებდა თეატრმცოდნეებისა და თეატრალური კრიტიკოსების სპეციალური ჯგუფი, მათ არტისტებს საპატიო დიპლომები გადასცეს. გარდა ამისა, კრიტიკოსები ფესტივალის მონაწილეებს სტატიებს მიუძღვნიან, რომლებიც ქართულ პრესაში ეტაპობრივად დაიბეჭდება.
თეატრალურ ფესტივალს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გორში პირველი კულტურული მოვლენა გახდა, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა. ღონისძიება ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლმა გახსნა. წელს მან მაყურებელს ლევან წულაძის დადგმა როგორც გენებოთ“ წარუდგინა.
წელს ფესტივალის მთავარ მოვლენებს შორის ორგანიზატორები აღნიშნავენ გორის ფესტივალის ჩართვას კომედიური ფესტივალების საერთაშორისო კავშირში, რომელიც რუმინეთში დაარსდა. კავშირში ასევე შედის ჩინეთი, კანადა და რუმინეთი.
BIAFF-2018: ბათუმი საავტორო კინოს ფესტივალს უმასპინძლებს >>
მომავალი წლიდან გორის ფესტივალის მონაწილეებს შეარჩევს ერთობლივი კომისია, რომელშიც ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები შევლენ.
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა თეატრს, რომლის რეპერტუარში კომედიური დადგმები შედის.
მეხუთე, საიუბილეო ფესტივალი გორში 5-დან 14 ივნისამდე გაიმართა. თეატრალური ფესტივალის დევიზი უცვლელი დარჩა — „დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში”.