თბილისში ოპერის ვოკალისტების პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსი 20 ქვეყნიდან ვოკალისტებს შეკრებს

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN 2018 წლის 30 აპრილიდან 5 მაისამდე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჩატარდება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

კონკურსში 20 ქვეყნიდან 50 შემსრულებელი მონაწილეობს. მათ შორის მთავარ პრიზზე იასპარეზებენ საქართველოს, რუსეთს, იტალიის, საფრანგეთს, აშშ-ის, საბერძნეთის, სომხეთის კონკურსანტები.

საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena - Sputnik საქართველო
ენიო მორიკონე 19 მაისს საქართველოში პირველ კონცერტს გამართავს

შესარჩევ ტურში მონაწილეობდა 300-მდე კონკურსანტი. პირველი OPERA CROWN-ის ჟიურის თავმჯდომარედ არჩეულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.

ზურაბ სოტკილავას ტკბილი მეგრული სიმღერების ნაკრები უკანასკნელ სახსოვრად >>

ჟიურის შემადგენლობაში შედიან: ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი, ცნობილი ქართველი სოპრანო მაყვალა ქასრაშვილი, ლონდონის „კოვენტ გარდენის“ არტისტი პიტერ მარიო კატონა, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერას“ არტისტი ჯონატან ფრენდი, პარიზის,,ნაციონალური ოპერას“ მომღერალი ილიას ცემპეტონიდისი, ბარსელონას „ლისეუს თეატრის“ მომღერალი კრისტინა შეპელმანი, გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრისა და მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდის მომღერალი ოლგა როსტროპოვიჩი და სხვ.

კონკურსის პირველი და მეორე ტურებზე დასწრება თავისუფალია. მესამე, საფინალო ტური 5 მაისს შედგება. მესამე ტურის ბილეთები იყიდება ვებგვერდზე.


ყველა ახალი ამბავი
0