საქართველო მარსზე ვაზის გაშენებას გეგმავს

© Sputnik / Seyran Baroyanყურძენი სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე აჭარაში
ყურძენი სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოსმოსის ათვისების ინიციატივის ფარგლებში საქართველოში მუშაობენ ვერტიკალური სათბურ-ლაბორატორიის შექმნაზე, რომელიც უკვე ამ შემოდგომით ამოქმედდება

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველო ჩაერთო კოსმოსის ათვისების პროექტში და ვაზის კულტივაციის ინიციატივით გამოვიდა, ნათქვამია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

ბოლო პერიოდში, მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციები კოსმოსის ათვისების მიმართულებით პროექტების განხორციელებას ხშირად აანონსებენ. ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო NASA კი აქტიურად მუშაობს პლანეტა მარსის კოლონიზაციის პროექტზე.  

სენაკელი მოსწავლეები ნასაში - Sputnik საქართველო
სენაკელმა მოსწავლეებმა ამერიკაში, NASA-ს პროექტში გაიმარჯვეს

„NASA-ს ასტრონავტების მიერ კოსმოსურ სადგურზე  საკვების მოყვანის რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი უკვე განხორციელდა, რაც სხვა მცენარეული კულტურის გამრავლებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პოტენციალი, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მუშაობისთვის გააჩნია,  მსოფლიოში უნიკალურია, რადგან იგი ვაზის კულტივაციის უძველეს კულტურას ეხება“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული გეგმების რეალიზების მიზნით საქართველოში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახელმწიფო სტრუქტურების, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები.

პირველ ეტაპზე, საინიციატივო ჯგუფში შევლენ: საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კომპანია Microsoft-ის წარმომადგენელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე და კომპანია SpaceFarms — მომავლის სათბურის წარმომადგენლები.

პროექტის შემუშავებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ქართულმა კრეატიულმა სააგენტომ Windfor's.

დუბაი - Sputnik საქართველო
გაერთიანებული საამიროები კოსმოსში პირველი ჰოსპიტლის აგებას აპირებს

„სასტუმრო „სტამბაში“ მიმდინარეობს რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორიის შექმნა, რომლის ოპერირებასაც განახორციელებს კომპანია SpaceFarms. აღნიშნული სათბური-ლაბორატორია 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ლაბორატორიაში ვაზის სპეციალური ჯიშების გამოყვანა, კვლევა და განვითარება მოხდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიოს ნებისმიერ წერტილამდე 60 წუთში — ილონ მასკი ახალ რაკეტას ქმნის >>

აღნიშნულ პროცესში ჩაერთვება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და ევროპის კოსმოსური სააგენტო, ხოლო ტექნიკური მხარდამჭერი კომპანია HP იქნება.

„პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის პოზიციონირებისთვის, არამხოლოდ რეგიონის ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში, არამედ საქართველოს უძველესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის“, — ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

პროექტის პრეზენტაცია ოთხშაბათს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზოში 20:00 საათზე გაიმართება (რუსთაველის გამზირი, 3).


ყველა ახალი ამბავი
0