თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ გაასაჯაროვა გეგმები კოსმოსში პირველი ჰოსპიტლის — Emirates Space Hospital-ის აგების შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Khaleej Times-ზე დაყრდნობით.
პროექტი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული კოსმოსური პროგრამის ფარგლებში ამუშავდება.
„კოსმონავტებს სამედიცინო მომსახურებას კოსმოსში გაუწევენ, თუმცა მკურნალობას კონტროლი დედამიწიდან გაეწევა ნანოტექნოლოგიების მეშვეობით“, — განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა კულტჰუმ ალ-ბელუშიმ.
მისი თქმით, პროექტი 2020 წელს ამუშავდება — მარსზე გაერთიანებული საამიროების მისიის დაწყებასთან ერთად. თუმცა ჰოსპიტლის პროექტი თავდაპირველად დედამიწაზე გაივლის ტესტირებას.