Black Sea Jazz Festival-ზე დასასწრები ე.წ. დღიური ბილეთების გაყიდვა დაიწყო

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიერიკა ბადუ
ერიკა ბადუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალზე მსმენელის წინაშე წარდგებიან მსოფლიო დონის ვარსკვლავები - ლეგენდარული Led Zeppelin-ის სოლისტი რობერტ პლანტი, სოულ-მომღერალი ერიკა ბადუ და რეპერი ვაიკლეფ ჯინი.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მეთორმეტე Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში, რომელიც შეკვეთილში 19-22 ივლისს გაიმართება, დაგეგმილ კონცერტებზე დასასწრები ე.წ. დღიური ბილეთების (Day Tickets) გაყიდვა უკვე დაიწყო, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების Facebook-გვერდზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფესტივალის ორგანიზატორებმა უცხოელი ტურისტებისა და ქართველი მსმენელის თხოვნით მიიღეს.

Black Sea Jazz Festival-ის ბილეთების გაყიდვა იწყება: ცნობილია ბილეთების ღირებულება>>>

ფესტივალის პირველ დღეს, 19 ივლისს Black See Arena-ს საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე ცნობილი მუსიკოსი რობერტ პლანტი წარდგება ბენდ Sensational Space Shifters-თან ერთად.

ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers - Sputnik საქართველო
Chemical Brothers საქართველოში კონცერტს გამართავს

მეორე დღეს, 20 ივლისს ბათუმის საჩოგბურთო კლუბის კორტებზე მსმენელის წინაშე გამოვლენ DJ LO Loretta Brown aka Erykah Badu და Trombone Shorty & Orleans Avenue. 21 ივლისს კი იმავე სცენაზე გაიმართება ცნობილი პროდიუსერის, მუსიკოსისა და რეპერის Wyclef Jean-ის კონცერტი.

ფესტივალის ბოლო დღეს, 22 ივლისს ისევ საჩოგბურთო კლუბში წარდგებიან R+R Now – Robert Glasper, Terrace Martin, Christian Scott, Derrick Hodge, Taylor McFerrin, Justin Tyson House Band.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე tkt.ge.

ყველა ახალი ამბავი
0