Black Sea Jazz Festival-ის ბილეთების გაყიდვა იწყება : ცნობილია ბილეთების ღირებულება

CC BY 2.0 / Raph_PH / RobertPlantRAH081217-10რობერტ ენტონი პლანტი
რობერტ ენტონი პლანტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი კალათის ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღეში დაიწყება, რომლის ამოწურვის შემდეგ, ბილეთის ღირებულება გაიზრდება.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. Black Sea Jazz Festival-ის ბილეთების პირველი კალათის გაყიდვა, 2 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბილეთების პირველი კალათის გაყიდვა, ბილეთების შეზღუდული რაოდენობით გამოტანას გულისხმობს. 

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, პირველი კალათის ბილეთების ამოწურვასთან ერთად, ბილეთის ღირებულებაც გაიზრდება. 

რობერტ პლანტი - Sputnik საქართველო
ლეგენდარული Led Zeppelin-ის სოლისტი საქართველოში კონცერტს გამართავს

Black Sea Jazz Festival-ი 19 ივლისს შეკვეთილში, Black See Arena-ს საკონცერტო დარბაზში გაიხსნება და მას ლეგენდარული როკ-ჯგუფის Led Zeppelin სოლისტი, ცნობილი მუსიკოსი რობერტ პლანტი გახსნის. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება.

Led Zeppelin ბრიტანული როკ-ჯგუფია, რომელიც 1968 წელს ლონდონში დაარსდა. ის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ნოვატორულ და გავლენიან ჯგუფად არის აღიარებული.

ჯგუფი 1980 წელს ჯონ ბონემის გარდაცვალების შემდეგ დაიშალა. ამის შემდეგ ჯგუფის წევრებმა სოლო მოღვაწეობა გააგრძელეს.

Black Sea Jazz Festival-ის ორგანიზატორები არიან „თიბისი ბანკი“ და კომპანია Eastern Promotions. ღონისძიება სამთავრობო პროექტის Check in Georgia ფარგლებში ტარდება.

ფესტივალის დეტალური პროგრამა მალე გახდება ცნობილი.

სამთავრობო მასშტაბური პროექტის Check in Georgia ბიუჯეტი 2018 წელს 20 მილიონი ლარი იქნება.


ყველა ახალი ამბავი
0