თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საკულტო ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers ქართველი მსმენელის წინაშე რუსთავში, საერთაშორისო მოტოპარკში 1 სექტემბერს გამოვა, აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებაში Facebook-გვერდზე.
ჯგუფი The Chemical Brothers საქართველოში საერთაშორისო ფესტივალ Black Sea Jazz festival-ისა და სამთავრობო პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში გამოვა. პროექტი ქვეყნის პოპულარიზებას ემსახურება.
The Chemical Brothers თანამედროვე ელექტრონული მუსიკის მიმდინარეობის, ბიტ-ბიტის დამაარსებლებად მიიჩნევა. ჯგუფის შემადგენლობაში არიან ედმუნდ ჯონ სიმონსი და რომას ოუენ როულენდსი.
დუეტი მრავალი ჯილდოს მფლობელია. მიღებული აქვთ გრემის ოთხი პრემია, მუსიკოსები ორჯერ დაჯილდოვდნენ პრემიით „საუკეთესო ელექტრონული ალბომისთვის".
The Chemical Brothers ცნობილია იმით, რომ მსმენელი მათ კონცერტებზე ვირტუალურ რეალობაში იმყოფება. მათი გამოსვლები დიდი ეკრანების ფონზე და ფსიქოდელიური გამოსახულებებითა და ლაზერ-შოუს თანხლებით მიმდინარეობს.
კონცერტის ბილეთების გაყიდვა 21 აპრილს 10:00 საათზე დაიწყება.
კონცერტის ორგანიზატორები არიან „თიბისი ბანკი“ და Eastern Promotion.