პარლამენტის შენობის წინ ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე დააკავეს

გამოწერა
არსებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები —  საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია და თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

არსებული ინფორმაციით, ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ზვიად კუპრავა პოლიციამ სასამართლოს სასადილოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა

ამის შემდეგ პოლიციამ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვების დემონტაჟი განახორციელა, რომლებიც გუშინ, საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი 16 წლის შვილის მკვლელობის საქმე სათანადოდ არ არის გამოძიებული და პროკურატურა მკვლელს ხელს აფარებს. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.

მანამდე, დილით რუსთაველის გამზირზე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით აქციის ორგანიზატორები და სხვა მონაწილეებიც დააკავა. დაკავებულთა შორის არიან აქციის ორგანიზატორები ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
მოწმის მოსყიდვა 200 ლარად: მერაბ მორჩაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

საპროტესტო აქციების სერია 31 მაისს დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დაადანაშაულა, მეორე კი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ასე რომ, სარალიძის მკვლელი ამ დრომდე უცნობია.

იმავე დღეს, 31 მაისს თანამდებობიდან გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. სარალიძის სიტყვებით, სამართლიანობის აღდგენისთვის ეს საკმარისი არ არის.

მოზარდები 2017 წლის 1 დეკემბერს №51 სკოლის მახლობლად მომხდარ მასობრივ ჩხუბს შეეწირნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში.

ყველა ახალი ამბავი
0