ზვიად კუპრავა პოლიციამ სასამართლოს სასადილოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზვიად კუპრავასა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლისას სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. პარლამენტის შენობის წინ დაკავებული ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით პარლამენტის შენობის წინ დღეს, დილით დააკავეს.

აქცია რუსთაველის პროსპექტზე - Sputnik საქართველო
პარლამენტის წინ დაკავებული ერთ-ერთი პირი ქურდობისთვის ძებნილი აღმოჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებული პირების სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რა დროსაც ზვიად კუპრავა თანმხლებ პირებთან ერთად სასამართლოს სასადილოში ჩავიდა. ამ დროს მასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და დარბაზში ასვლა მოსთხოვეს.

კუპრავამ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ დარბაზში სადილობის შემდეგ დაბრუნდებოდა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს და სასამართლო დარბაზში იძულებით აიყვანეს.

სასამართლოს სასადილოში მომხდარი მცირე შეხლა-შემოხლის გამო სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილება დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი 16 წლის შვილის მკვლელობის საქმე სათანადოდ არ არის გამოძიებული და პროკურატურა მკვლელს ხელს აფარებს. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0