პარლამენტის წინ დაკავებული ერთ-ერთი პირი ქურდობისთვის ძებნილი აღმოჩნდა

© Sputnik / Shota Nozadzeაქცია რუსთაველის პროსპექტზე
აქცია რუსთაველის პროსპექტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს, დილით რუსთაველის გამზირზე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის აქციის ორგანიზატორები ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძეც დააკავა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს დაკავებული ექვსი მოქალაქიდან ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოწმის მოსყიდვა 200 ლარად: მერაბ მორჩაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა>>>

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე კვირას, 10 ივნისს განახლდა. სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი 16 წლის შვილის მკვლელობის საქმე სათანადოდ არ არის გამოძიებული და პროკურატურა მკვლელს ხელს აფარებს. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ. 

აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
რატომ აიღეს რუსთაველიდან კარვები – შსს-ს განმარტება

რამდენიმე საათის წინ პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში აქციის მონაწილე ექვსი პირი დააკავა.

შსს აცხადებს, რომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებული არიან 1987 წელს დაბადებული მ.ა., 1980 წელს დაბადებული ნ.კ., 1994 წელს დაბადებული გ.ა., 1994 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული მ.ლ. და 2001 წელს დაბადებული გ.ტ.

„აღსანიშნავია, რომ ი.ა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის იძებნებოდა, გ.ა. კი 2016 წელს ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს, დილით რუსთაველის გამზირზე პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით აქციის ორგანიზატორები და სხვა მონაწილეებიც დააკავა. დაკავებულთა შორის არიან აქციის ორგანიზატორები ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე.

ყველა ახალი ამბავი
0