ცა ვერ გაიყვეს? პარაპლანით მფრინავთა კონფლიქტი საქართველოში

© Sputnik / Denis Aslanovნაცემი პარაპლანით მფრინავი, ფიოდორ ჩელიშევი
ნაცემი პარაპლანით მფრინავი, ფიოდორ ჩელიშევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ რამდენიმე ათეული ადგილობრივი მკვიდრი ფიზიკურად გაუსწორდა ჩამოსულ პარაპლანერისტებს, სოციალური ქსელის და მედიის ერთ-ერთი აქტიურად განსახილველი თემა გახდა.

სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ გუდაურში ოცდაათამდე ადამიანი სასტიკად სცემს პარალანერისტ ფიოდორ ჩელიშევს.

„ატლანტიდაში“ შეჭრა

ყველაფერი დაიწყო გაუგებრობით ადგილობრივ პარაპლანერისტებსა და პარაგლაიდინგის კომპანია „ატლანტიდას“ მფლობელებს — უკრაინელ დმიტრი და ანატოლი მიხაილიუტას შორის.

© Sputnik / Denis Aslanovკომპანია „ატლანტიდას“ წარმომადგენლები, ძმები ანატოლი და დმიტრი მიხაილიუტები და ფიოდორ ჩელიშევი
Представители компании Атлантида - Федор Челышев и братья Анатолий и Дмитрий Михайлюта - Sputnik საქართველო
კომპანია „ატლანტიდას“ წარმომადგენლები, ძმები ანატოლი და დმიტრი მიხაილიუტები და ფიოდორ ჩელიშევი

ძმები გასული წლიდან გუდაურში თვეში 5 000 ლარად ქირაობენ ასაფრენ მოედანს და ტურისტებს პარაპლანებით ასეირნებენ. გასულ პარასკევს „ატლანტიდის“ მოედანზე მოულოდნელად ქართული პარაპლანი დაეშვა.

„ეს იყო ადგილობრივების პარაპლანი, რომლებიც ოდნავ ზემოდ, ფერდობიდან დაფრინავენ. ის არ უნდა დაშვებულიყო ჩვენს მოედანზე. ჩემმა ძმამ ჩვენი მოედნიდან უცხო პარაპლანის გატანა სცადა, ამ დროს მას მიუვარდა ათი ადამიანი, სცემეს და შემდეგ ფერდობიდან გადააგდეს“, — გვიამბო ანატოლიმ, რომელიც ინციდენტის მომენტში ჰაერში იყო და მომხდარს სიმაღლიდან აკვირდებოდა.

მისი ძმა დმიტრი ამტკიცებს, რომ თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო.

შსს: რა გახდა გუდაურში ქართველ, უკრაინელ და რუს პარაპლანისტებს შორის კონფლიქტის მიზეზი >>

„ეს აგრესიის აქტი თუ არ ვიცი, რა ვუწოდო ამას, წინასწარ დაგეგმილი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც თავს დამესხნენ, უეცრად და ორგანიზებულად გამოიქცნენ ჩვენი პარკინგიდან, სადაც ისინი მანქანებში ისხდნენ. მათ დაინახეს, რომ მარტო ვიყავი, ჩემი ძმა გაფრინდა და მომენტით ისარგებლეს“, — გვიამბო დმიტრი მიხაილიუტამ.

© Sputnik / Denis Aslanovანატოლი მიხაილიუტა, თანამფლობელი კომპანიისა „ატლანტიდა“
Анатолий Михайлюта совладелец компании Атлантида - Sputnik საქართველო
ანატოლი მიხაილიუტა, თანამფლობელი კომპანიისა „ატლანტიდა“

ძმების თქმით, მომხდარი ვიდეოკამერამ დააფიქსირა და მასალა სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

რუსეთის მოქალაქესაც „მოხვდა“

უკრაინელებთან ინციდენტიდან მეორე დღეს, ასაფრენი მოედნის ზონაში სცემეს რუს პარაპლანერისტ ფიოდორ ჩელიშევს — ქალა-ტვინის ტრავმით ის საავადმყოფოში აღმოჩნდა.

ჩელიშევი ამტკიცებს, რომ არ აქვს კავშირი კომპანია „ატლანტიდასთან“ და უკრაინელ პარაპლანერისტებთან მომხდარ ინციდენტთან. მისი თქმით, ის „ბიზნესის გადანაწილების“ მსხვერპლია.

„ადგილობრივები ყველაფრით არიან დაკავებული — კვადროციკლებით, ცხენებით, თოვლმავალებით, თხილამურებით, სნოუბორდებით, ახლახან კი გადაწყვიტეს პარაპლანით დაკავდნენ. თავიდან შემოგვთავაზეს, რომ გვემუშავა და მათთვის თანხა გადაგვეხადა იმისათვის, რომ ამ ტერიტორიაზე დავფრინავთ. შემდეგ წლის განმავლობაში მოთხოვნები იცვლებოდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ საერთოდ უნდა წავსულიყავით აქედან. ჩვენ უარი ვთქვით, მათ კი სხვა მეთოდებს მიმართეს“, — ამტკიცებს ჩელიშევი.

ალტერნატიული ვერსია

სოციალურ ქსელებში მომხდარის სხვა ვერსია გავრცელდა. ამ ვერსიის თანახმად, უკრაინელი პარაპლანერისტი პირველი დაესხა თავს ადგილობრივს იმის გამო, რომ ის მის მოედანზე დაეშვა, უკრაინელს მიემხრო რუსი პილოტი ფიოდორ ჩელიშევი, რომელმაც ფერდობიდან ქართველი „კოლეგა“ გადააგდო. ამ ვერსიით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ადგილობრივებმა მეორე დღეს ჩელიშევის დასჯა.

„ერთი პარაპლანერისტი, საქართველოს მოქალაქე, დაეშვა ტერიტორიაზე, რომელსაც ეს ფიოდორი და მისი ძმაკაცები ქირაობენ. ბიჭს მიაწვნენ, რას აკეთებო ჩვენს ტერიტორიაზეო, წავიდა ჩხუბი და ამ ბიჭს სცემეს. ყველაზე აქტიური ის ფიოდორი იყო“, — ციტირებენ ინტერნეტ-მომხმარებლები სასტუმროს მეპატრონეს გუდაურში ზურაბ სვანიძეს.

გუდაურში ნაცემი რუსი პარაპლანერისტი ვიდეომიმართვას ავრცელებს >>

ამ ვერსიას უარყოფს თბილისელი პარაპლანერისტი იან მინასიანი.

„შემიძლია დავადასტურო, რომ მას (ფიოდორ ჩელიშევს) არავინ გადაუგდია, რადგან იმ მომენტში ჰაერში ვიყავით. მე და ფიოდორს და კიდევ ორ ბიჭს კლიენტები გვყავდა და ჰაერში ვიყავით, რასაც ვიდეოდადასტურება აქვს და მგზავრებიც დაამოწმებენ. დაშვებისას დაგვირეკეს მენეჯერებმა და გვითხრეს, რომ უკრაინელების სტარტზე ჩხუბი მოხდა“, — ამტკიცებს მინასიანი.

ამასთან, სოციალურ ქსელებში აზრი ორად გაიყო.

ბევრი ინტერნეტ-მომხმარებელი ჩამოსულ პარაპლანერისტებს პროვოკაციაში და მომხდარის წინასწარ დაგეგმვაში ადანაშაულებს.

გამოძიებას შსს აწარმოებს

პარაპლანით მფრინავთა შორის კონფლიქთან დაკავშირებით შსს-ს თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს.

გამოძიება  საქართველოს სსკ-ის  126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტს გულისხმობს და სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსი პარაპლანისტების ცემის ბრალდებით 4 პირი დააკავეს >>

დაკავებულთა ადვოკატებს პრესისთვის განცხადებები არ გაუკეთებიათ.

სავარაუდოდ, გამოძიება მომხდარს უახლოეს დროს ნათელს მოჰფენს.


ყველა ახალი ამბავი
0